Skip to content

ვინ უფრო სწრაფად ირბენს?

ერთხელ ორი ბიჭი ჯუნგლებში მისეირნობდა. მოულოდნელად მათ ვეფხვი დაინახეს, დაახლოებით 200 მეტრის მოშორებით, რომელიც მათკენ მორბოდა.

ერთი ბიჭი შიშისაგან ადგილზე გაქვავდა. მეორემ კი წარმოუდგენლად სწრაფად ამოიღო თავისი ზურგჩანთიდან ნაიკის სპორტული ფეხსაცმელი,  ჩაიცვა და გაიქცა.

იმ ბიჭმა, რომელსაც ვერ გაეგო,თუ  როგორ მოქცეულიყო გაქცეულს მიაძახა:

– როგორ ფიქრობ, ისე სწრაფად ირბენ, რომ ვეფხვი ვერ დაგეწევა?

გაქცეული ბიჭი მოტრიალდა და უპასუხა :

– რა საჭიროა მასზე სწრაფად ვირბინო?

ჩემი გადარჩენისათვის ისიც საკმარისია, რომ იმაზე სწრაფად ვირბინო, ვიდრე შენ დარბიხარ ..:))