Skip to content

რა მოხდა, როცა ჩემს ქმარს სხვა შეუყვარდა?!

„მეგონა, რომ გული ამომივარდებოდა…. თუმცა იმის გათვალისწინებით, რის გაკეთებასაც ვაპირებდი, ეს სრულიად გასაგებია. ნებისმიერ წამს შეიძლება კარში შემოვიდეს და მე, როგორც იქნა გავიცნობ ქალს, რომელმაც მარტოხელა დედად ორ პატარა ბიჭთან ერთად დამტოვა…

ორი წლის წინ კერძო დეტექტივის დახმარებით მისი არსებობის შესახებ გავიგე. მახსოვს როგორ მივაშტერდი მის შავ-თეთრ სურათს. ძალიან გაოგნებული ვიყავი. სურათი მაშინ გადაუღეს, როდესაც ჩემი ქმრის სასტუმრო ნომერში ჩანთითა და ბალიშით ხელში შედიოდა.

„ვითომ არ იცოდა, რომ ნომერში ორი ბალიშია?!“-ყვირილი მინდოდა, მაგრამ აზრი არ ჰქონდა. სიამაყის დაძლევა და გზის გაგრძელება მომიწია.
ქმარმაც არაფერი შეამსუბუქა. მათ გრძელვადიან რომანში გამომიტყდა, მაგრამ მთხოვა ჩვენი ურთიერთობისთვის მეორე შანსი მიმეცა. „მე დავუშვი შეცდომა. დღეიდან სახლში უფრო ადრე მოვალ, ერთად ვისადილებთ, ვიქნებით ოჯახი“.

ჩემი შინაგანი ხმა მეუბნებოდა-ეგ არასწორია, რომ ვუყვარდე არ მიღალატებდა. თავს საშინლად ვგრძნობდი. ვფიქრობდი, რომ სიყვარულის ღირსი არ ვარ, თუმცა ვიცოდი, რომ მეტს ვიმსახურებ. განქორწინება ერთადერთი გამოსავალი იყო.

როგორ შეიცვალა ყველაფერი განქორწინების შემდეგ

ორი წლის განმავლობაში რამდენიმე სტადია გავიარე- მწუხარება, სასოწარკვეთა, ბოროტება და სევდა. ცხოვრების შეცვლას ვაპირებდი და ვიცოდი, რომ უნდა გავხდე ძლიერი. ჩემი ბიჭები სულ რაღაც 2 და 3 წლისები არიან და მათთვის ბედნიერი დედა უნდა გავხდე. მე ფსიქოლოგთან სიარული, ვარჯიში და უკეთ ჩაცმა დავიწყე. ვმოგზაურობდი შვილებთან ერთად, ვხვდებოდი მამაკაცებს და გავიცანი ის ადამიანი, რომლის გულწრფელობაში დარწმუნებული ვიყავი.
იმ დროისთვის ყოფილი ქმარი და მისი საყვარელი ერთად ცხოვრობდნენ. ჩემი ბავშვები მასთან ერთადაც ატარებდნენ დროს. ის სჩუქნიდა სათამაშოებსა და ტანსაცმელს, ერთად ისვენებდნენ. ჩემი ბიჭები ჩამოდიოდნენ და მიყვებოდნენ სახალისო ისტორიებს, მათ შორის ამ ქალზეც. მეც საპასუხოდ ვიცინოდი, თუმცა გულში ვერ ვიტანდი.

ვერ ვიტანდი იმიტომ, რომ ქმარი წამართვა. არ გაითვალისწინა, რომ ცოლი და შვილები ჰყავდა. აჩერებდა სამსახურში, სანამ მე სახლში მარტო ვიჯექი. ვერ ვიტანდი იმიტომ, რომ მარტოხელა დედად დამტოვა, ჩემი შვილების ცხოვრება შეცვალა და ჩვენი ოჯახი დაანგრია.
მუდამ ჩემს თავს ვეკითხებოდი: ჩემზე კარგი ტანი აქვს? უფრო ლამაზია? რა აქვს ისეთი, რაც მე არ მაქვს? მასთან შეხვედრას სხვადასხვა მიზეზების გამო თავს ვარიდებდი. რას ვიგრძნობ, როდესაც თვალებში შევხედავ? მეყოფა გამბედაობა, რომ ხელი ჩამოვართვა? დავუყვირებ? დავარტყამ? თუ მადლობას ვეტყვი, რომ მოღალატე ქმარი მომაშორა?

ერთხელ კი პიროვნული ზრდის 40 დღიან კურსზე ვიყავი. იქ ყველას ჰქონდა საკუთარი მიზანი, რომლის მიღწევასაც ცდილობდა: წონაში დაკლებას, უფრო კეთილად გახდომას… ვიცოდი, რომ ჩემი განცდებისთვის წერტილი უნდა დამესვა, წარსული დამევიწყა. ამისთვის კი „მას“ უნდა შევხვედრილიყავი.

დღე იქსი

მაშინ, როდესაც კაფეში ველოდებოდი, ჩემი გული ამოვარდნის პირას იყო. მეშინოდა… ჩემზე უფროსი იყო, მაგრამ შვილები არ ჰყავდა. აქედან გამომდინარე, ალბათ, ბევრად კარგი ტანი აქვს. დარწმუნებული ვარ მაღალქუსლიანები უყვარს და როდესაც ჩემს კედებს შევხედე, აზრები გამეფანტა…
აზრებით იმ დროში დავბრუნდი, როდესაც ჩემი ყოფილი ქმარი თითქმის ყოველ შაბათ-კვირას მივლინებაში მიდიოდა. გრძნობები, რომლების ჩახშობას ვაპირებდი, ისევ დაბრუნდა. არასასურველი, არასაყვარელი და სიყვარულის უღირსი…

ისუნთქე, უბრალოდ ისუნთქე… ჩემი პულსი მესმოდა, ვგრძნობდი გულის ცემას. ქაღალდის ჭიქას თავსახური მოვაცალე და მცენარეული ჩაის არომატი ვიგრძენი. პულსი ოდნავ შენელდა. თვალები ავწიე და დავინახე, რომ ჩემთან მოემართებოდა. ინტუიციურად მივხვდი, რომ ისაა. პირდაპირ მწვანე თვალებში შევხედე, გავუწოდე ხელი და გავიღიმე.

წამში ყველა დეტალი დავათვალიერე: მისი ღიმილი, მბზინვარე მუქი თმები და იდეალური მანიკური. პერანგი, ვიწრო ჯინსები და კოვბოის ჩექმა ეცვა. ორწლიანი განცდებისა და თერაპიების შემდეგ ჩემს მტერს შევხვდი…და ჩემი თავისვე გამიკვირდა.

„მადლობა, რომ ასე კარგად უვლი ჩემს ბავშვებს, როდესაც მამასთან ერთად არიან,-ვუთხარი მას.- ვიცი, რომ მათთან შეიძლება რთული იყოს, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ ყოველთვის მზად ხარ დახმარებისთვის“.

ეს სიტყვები დაუფიქრებლად წამომცდა და უცებ მივხვდი, რომ გურწფელად იყო ნათქვამი. ეს ხომ მართლაც კარგია, რომ ჩემს ბავშვებს უვლის, როდესაც მასთან ერთად არიან. ზოგადად რა აზრი აქვს ჩემს სიძულვილს? რას ვიგებ ამით?

კიდევ მივხვდი, როგორ უხდებიან ერთმანეთს: ჩემი ყოფილი ქმარი და ეს ქალი. და როგორ ვუხდებით ერთმანეთს ჩვენ: მე და ჩემი ახალი მამაკაცი. უბრალოდ ცხოვრების განსხვავებული სტილი და პრიორიტეტები გვაქვს. უცებ გადავწყვიტე ვაპატიო და საბოლოოდ დავმშვიდდე. სიძულვილი გაქრა…

იმ დროიდან დავმეგობრდით კიდევაც. ყოველთვის ვეპატიჟები ბავშვების დაბადების დღეებზე და ისიც მეპატიჟება სტუმრად. ხშირად ერთმანეთს ვწერთ: ბავშვებზე, ფიტნესზე და ა.შ.

ჩვენ არ ვართ დიდი ბედნიერი ოჯახი. ჩვენ ერთმანეთი ბედმა უცნაურ და წარუმატებელ გარემოებებში შეგვახვედრა. თუმცა ახლა იმას მაინც ვხვდები, რომ ყველა ერთ გუნდში ვართ.

თარგმანი: დიანა გრიქუროვი