Skip to content

იფიქრეთ პოზიტიურად

ერთ ადამიანს ვიცნობდი,სახელად პიტერს,რომელიც თუთიყუშივით ყველა მეორე შემხვედრს უყვებოდა თუ როგორი უბედური იყო:,, რასაც კი გამოვიმუშავებ , ყველაფერს გადასახადებში მიდის! ვკოტრდები!”..და ალბათ არც გაგიკვირდებათ …ის მუდამ უფულოდ იყო.

. შენი ენა ძერწავს შენივე ცხოვრებას. თუ შენ ხალხს ეუბნები, რომ გიჭირს, მოსალოდნელია, რომ შენ კიდევ დიდი ხანი გაჭირვებაში იქნები .თუ შენ დაუშვებ რომ დაგავიწყდება რაღაც, ჩათვალე უკვე დაგავიწყდა, ან კიდევ ,თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ხართ იდიოტი…აღარ გავაგრძელებ ,იმედია ხვდებით რისი თქმაც მინდა.

. წარმოიდგინე , მოკრივე რინგზე ადის და საკუთარ თავს ეუბნება:

,,მე ხომ ქათამი ვარ, წავაგებ უეჭველი!” არადა ჯერ არ დაწყებულა თამაში.

თქვენი აზრით,რამდენი ხანი გაძლებს ის რინგზე ?

ან კიდევ, მომღერალი,რომელიც გადის კონკურსზე და საკუთარ თავს ასე ამხნევებს,, მე ვერ შევასრულებ ამ სიმღერას ისე,როგორც საჭიროა! მათ არ მოვეწონები..”

იმღერებს კი საერთოდ ეს ქალბატონი,ასეთი მონოლოგის შემდეგ ?

ზემოთ ჩამოთვლილი ორთავე მაგალითი არის რეცეპტი წარუმატებლობისა.

ჩვენს შორის ძალიან ბევრი ადამიანი იყენებს ამ რეცეპტს ყოველდღიურობაში.

ვახელთ თუ არა თვალს, საკუთარ თავს ვეუბნებით :,, მე მსუქანი ვარ” , ,, მეხსიერება არ მივარგა, ვერ ვისწავლი! ” ,,დღეს ვერ შევძლებ ამის გაკეთებას ” ,,ცუდად ვარ “…და ამ ყველაფრია შემდეგ გვიკვირს,თუ რატომ ვართ მუდამ წარუმატებლები!

მაშ ასე,როგორ დავიწყოთ პოზიტიურად ფიქრი? პირველ რიგში ყურადღებით იყავი შენს პირთან !

დააკვირდი, თუ რას ი ტ ყ ვი შენს თავზე.

დღეიდან ,აღარასოდეს თქვა არც ერთი ცუდი სიტყვა საკუთარ თავზე. არასოდეს უთხრა ხალხს : ,,გამოუსადეგარი ვარ , უხეირო, ყველა მატყუებს…”

და ა.შ.

გაიხადე წესად ყოველდღე ამ სიტყვის თქმა : ,, დღეიდან ,აღარასოდეს, აღარასოდეს გავაკრიტიკებ ჩემს თავს! და თუ არაფერი მაქვს კარგი სათქმელად , იმას მაინც შევეცდები, რომ ცუდი აღარ ვთქვა და პირი მოვკუმო.”

ხანდახან რთულია ფიქრების გაკონტროლება, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გავაკონტროლოთ , თუ რა სიტყვა გამოვა ჩვენი პირიდან. და თუ შევძლებთ პირის კონტროლს , სულ მალე ფიქრებსაც წარვმართავთ პოზიტიურ ფიქრებისაკენ .

დაიმახსოვრეთ : ჩვენ ვართ ის, რასაც ვფიქრობთ და ვლაპარაკობთ საკუთარ თავზე.

ინგლისურიდან თარგმნა რონი ცხოიძემ