ჩვენს სოციუმში ხშირად გვესმის: “კიდევ ერთი “გრუზინული” ბიზნესი”, “იშოვიან ფულს და შემოჯდებიან შავ ჯიპებზე”, “მუშას არ უნდა ენდო – თავზე უნდა დაადგე (არადა იმიტომ აგყავს რომ “კაკ მინიმუმ” ეგ დრო შენ თვითონ არ გაქვს”, “მუშა რა თანხასაც გეტყვის სამზე უნდა გაამრავლო და ისე დაგიჯდება, ან რა დროსაც (ე.წ. დეადლაინს) გეტყვის ის სამზე ან უფრო მეტ ციფრზე (თუ რიცხვზე არა) გაამრავლო!), მოკლედ შარში ვართ. “ელიავას ყველაფერჩიკების” ფსიქოსოციალური პორტრეტის დახატვას შეგნებულად გადავდებ….
ამ პირობებში ალბათ ერთი წელზე მეტია რაც სერიალ ჩემი ცოლის დაქალებში გამოჩნდნენ თენგოი და ბაქარი. “სოფლიდან ჩამოსული” ბიჭები რომელბმაც თავიანთ შრომითა და მუყაითობით ხინკლის კუჭების ყიდვა-გაყიდვით დაწყებული მცირე ბიზენესი ჯერ საშუალო, ხოლო მერე დიდ ბიზნესად გადააქციეს. იქამადეც კი გათამამდნენ, რომ მაზიაშვილების კლანი შეიქმნა და თენგოის და (ომონიმი ქვია მგონი სიტყვას ორი მნიშვნელობა რომ აქვს, როგ ც წინა ხაზში არსებულ “და”-ს) ყრდელის მონოპოლისტადაც გვევლინება ბაზარზე… სერიალია რა…
ქართული ბიზნესს ოცნებებს უშლის ფრთებს. უფულო ხალხს მეტი რა უნდა, უსმენენ ბიზნესს იდეებს, უყრუებენ, იცინიან დასციანიან, შურთ.. ფიქრობს მაყურებლის ნაწილი: ჩვენც ხომ არ გავაკეთოთ რამე ამ სოფლელმა სირებმა თუ ფული იშოვნესო (ამ დასკვნას ვინც აკეთებთ მე გაძლევთ გარანტიას რომ თქვენ არასოდეს გექნებათ თქვენი წარმატებული ბიზნესი).
ჩემი მოკრძალებული ცოდნით ფსიქოლოგიაში, ეკონომიკაში (განსაკუთრებით ქცევით ეკონომიკაში), მარკეტინგში, ქართველების ადათ-წესეში, ქართულის ბიზნესის თავისებურებებში, შემოგთავაზებთ წარმატებული ქართული ბიზნესის პარადიგმას, “თენგოი-ბაქარას მოდელის” ანალიზზე დაყრდნობით. თუმცა მანამდე განვიხილოთ თენგოი და ბაქარი ცალ-ცალკე, როგორც წარმატებული ტანდემის ინი და იანი, როგორც წარმატებული ქართული ბიზნესის პორტფელი. მახსოვს, ერთხელ გადაცემაში რა სად როდის, დაისვა რუსი ჟურნალისტის მიერ გამოგზავნილი შეკითხვა. მან თავისუფლების მოედანი ქართულ მრავალხმიან პოლიფონიურ სიმღერას შეადარა – ყველა თავის ხმაზე მღერის (პირველი, მეორე ხმა, ბანი), მაგრამ საბოლოო ჯამში ის რაღაცნაირად ერთიანდება და სიამოვნების მომნიჭებელ იგავმიუწვდომელ კონზომიერებას ექვემდებარება. ანუ ყველა თავისთვის უბერავს, მაგრამ საქმე გამოდის. ასე შეხმატკბილებულად მუშაობენ ხაშურელი თენგოი და ღორეშელი ბაქარი.
დავიწყოთ ბაქარით. პარალელის გასვლებად, ტანგოს ცეკვას რომ შევადაროთ, პირველ ნაბიჯს ბიზნეს სამყაროში ბაქარი დგამს. რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა მოგეჩვენეოთ, თენგო, მიუხედავად მისი ძლიერი ტემპერამენტისა, ფოლოუერია- ბაქარა კი ლიდერი. თენგომ ეს იცის ამიტომაც ეძახის “ვიჟენმოტყნულ ბაქარას”. ეს უკანასკნელი კი არის კადრი, რომელიც ხედავს კომპანის განვითარების გზას და კომპანიის სტრატეგიას. მეტიც ბაქარია ზოგჯერ კომპანიის ტაქტიკური გეგმის გადწყვეტაშიც ერევა (რომელიც ფსიქოლოგიურ-ხასიათობრივი მონაცმებიდან გამომდინარე თენგოს task-ია). ბაქარას “ვიჟენმოტყნულობა” მარტო კომპანიის სტრატეგიული მენეჯმენტით არ განისაზღვრება, ის ხედვას ახალ ბიზნეს შესაძლებლობებს, ახალ პროდუქტებს, გამოხშირვას უკეთებს ფინთ და მომგებიან პროექტებს.
მაგრამ ბაქარას რბილი ხასიათი აქვს, რომ მუშას საკმარისად გაუტრაკოს რომ მან მასზე დაკისრებული მოვალეობა შეასრულოს. All I want to Say, ბაქარას მაგარ იდეებს აღსრულება სჭირდება… როგორც ბიტლები დაამღერებდნენ “here comes”: ბათე ჯენერალსის მზე -Mr. Tengo (i).
რომელიღაც ინტერვიუში აწ. განსვენებული კახა ბენდუქიძე ყვება, რუსეთში სამშენებლო ბიზნესში რომ დავიწყე მუშაობა მივხდი როგორ დაველაპარაკებოდი მუშებს. მარტივად რომ გადმოვცე ბენდუს მონაყოლი:
დღე 1. : ბენდუ ეუბნება მუშას: 2 კვირაში კედელი გალესილი იყოს. ორი კვირის შემდეგ…
ბენდუ მუშას: რატომ არ არის გალესილი? იცოდე სამ დღეში გალესე თორემ ხელფასს დაგაკლებ.
ორ კვირას + სამი დღე= 17 დღე. მუშა სამსახურში არ გამოცხადდა ტელეფონი გამორთულია. მუშა გათავისუფლებულია. თუმცა ვინმემ ხომ უნდა უთხრას, მაგრამ anyway, ეგ არ არის მნიშვნელოვანი.
ორ კვირას +სამი დღე+ 2 დღე= 19 დღე.
ბენდუ მუშას: 2 კვირაში ეს კედელი გალესილი უნდა იყოს თორემ დედას გიტირებ.
2 კვირის მერე: კედელი გალესილია.
ცხოვრებისეული გაკვეთილის შემდეგ ბენდუ მუშებთან ხელში ნაჯახით ჩნდება და დედისტრაკის ტრიალით იძლევა დავალებებს. მოდელი ამართლებს.საქმე კეთდება. ბენდუ მილიონერი ხდება.
თენგოი სწორედ ბენდუ – მოდელის მიმდევარია. ის საქმის შემსრულებელი და ბათე ჯენერასლსის გეგმების აღმსრულებელია. სხვანაირად ვიჟენმოტყნული ბაქარას გიჟური იდეების დანერგვა შეუძლებელი თუ არა, მინიმუმ არამომგებიანი იქნებოდა. თენგომ თავისი ადგილი იპოვა. დროც კი რჩება რომ მაგიიური “დვესტი მილიარდევ ალიგარხავადან” (ამაზე მაგარი ღადაობა მახსენდება და კომენტარებში დამიწერეთ და იქ მოგიყვებით) რაღაცეები წაიკითხოს და მერე დაჟე განათლებულ ხალხსაც ტვინი მოუტყნას. მნიშვნელოვანი მომენტი ჩცდ-ში: აჯანყებულ მუშებს დიპლომატიური ბაქარა აწყნარებს და ელაპარაკება და არა ავტოკრატული თენგო. თენგოს კომპრომისი არ შეიძლება. ასე ხომ თენგოს ავტორიტეტი საბნის ბუშტივით გასკდება. და ბათე ჯენერალსის ბიზნეს მოდელიც ჩამოიშლება.
Inspired by True Story, ამ პერსონაჟებით ვცდილობ გრუზინული ბიზნესის მეტაფიზიკა და ფსიქოლოგია ამოვხსნა. ყოვლისმომცველობას ნუ მოთხოვთ ამ სტატიას, კიდევ ბერვია სათქმელი და სალაპარაკო, მიმიკომენტარეთ და ვიმსჯელოთ.
მე დღეს კონკრეტულმა ქეისმა გადამაწყვეტინა შევეჭიდო პროფესიულ გოლიათს- ქართველი “დელავიკების” ბიზნეს-გონება “მაინდ სეტი” შევცვალო. აქამდე ყველა პროფესიული ომი მოვიგე ავად თუ კარგად.
(ავადზე გამახსენდა, პროფესიულ ბრძოლაში ავადაც კი გავდი შარშან). მაგრამ ამ სტატიას და ჩემს სათქმელს აკაკი წერეთლისეული მახვილგონიერულ-სტრატეგიული მაგალითით დავსარულებ, ბაში- აჩუკიდანაა მგონი.
ვიცი რომ ერთი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანს, მაგრამ თვითონ გაზაფხულს ერთიც მოყავს და ათასი.
გაზაფხულის დადგომას გილოცავთ.