Skip to content

“რა საერთოა დონალდ ტრამპსა და პრომეთეს (ამირანს) შორის” ?

ამ სტატიის დაწერას ინგლისურად ვაპირებდი (ეხლაც ვაპირებ) და პრომეთე სცენაზე მხოლოდ ინგლისურენოვანი აუდიტორიისთის შემოდის. ქართველებს კი, პრომეთეს სრულყოფილი ჩამნაცვლებელი (perfect substitution) (როგორც ეკონომისტები იტყვიან) – ამირანი გვყავს. ამირანი კავკასიის მაღალ ქედზეა მიჯაჭვული, ყვავ-ყორნები ეხვევა, მაგრამ დროებითი თემაა, ვინაიდან დრო მოვა და ვაჟასეულად რომ ვთქვათ ყვავ-ყორნების ბუნტყლი გაიშლება და გაიფანტება ველადა, სავარაუდოდ ან კოლხეთის დაბლობზე ან აღმოსავლეთის ბარში, სხვაგან ჩვენთან ხომ მთებია. გარდა იმისა, რომ ამირანი კიდევ ჩემს რამდენიმე ნაცნობს ქვია, ჩემსა და ქართველთა ცნობიერებაში ამირანი კიდევ ერთი რამის გამოა ცნობილი- ის გულში მღერის.

მე რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბატონი დავით თევზაძე ვიყო სტატიას აქ დავამთავრებდი. მე არც პრომეთეს სამშობლოში მდებარე რეგიონიდან ლაკონიადდან ვარ, ლაკონურად რომ მოვჭრა. ამიტომაც ჩვეული ლექტორული ახსნა-განმარტებებით, სტატისტიკითა და შედარებების მეთოდით შეგაწყენთ თავს.

დავიწყოთ ქარიზმატული ბატონი ტრამპის სენსაციური „გამოხტომებით“. ყველაზე მეტად მაინც იმით ვიკაიფე, რომ დონალდი მექსიკასთან კედელს ააშენებს და თანაც ისე რომ მის ამ იგავმიუწვდომელ ინიციატივას თავად მექსიკელები დააფინანსებენ. სუპერმენია რა, ან გორელი ბავშვების ენით რომ ვთქვათ, სტალინია. რაღაც მეჩევენება რომ, ის რაც ბუნებამ აშშ-სა და მექსიკის საზღვარს დააკლო, მხედველობაში მაქვს კავკასიონივით (ბუნებრივი საზღვარი ჩვენსა ჩრდილოელებს შორის) რომ არ ყოფს რამე ამ ორ ქვეყანას, ტრამპი ხელოვნურად აკომპენსირებს.

დონალდი ამბობს რომ სხვა გზა არა აქვს, ხელოვნური კავკასიონის იქეთ, ამერიკაა მიჯაჭვული, ყვავ-ყორნებივით ესევიან მექსიკელი მაფიოზები, ნარკოდილერები, კრიმინალები, ქურდები, ქურდ-ბაცაცები (ამ ორ შორის განსხვავება დღემდე არ ვიცი), „გამაუპატიურებლები“ (rapists) და ათასი ნამამაძაღლარი ხალხი. მეტიც, ეს ფრინველები მარტო მექსიკიდან კი არა შესაძლოა ლათინური ამერიკიდან ან ახლო აღმოსავლეთიდანაც კი მოდიოდნენ (სახეზეა ოკეანეთაშორისი მიგრაცია). ტრამპი იმასაც ამბობს, რომ ამ არწივებს ყვავ-ყორნებს და სვავებს შორის, ბულბული და იადონიც კი გამოერევა, მაგრამ ეგ საქმისთვის, იურისტების ენით რომ ვთქვათ, არა არსებითია.

მოკლედ, ტრამპისეული წინაასარჩევნო სლოგანთა შორის სლოგანი „გავხადოთ ამერიკა ძლიერი ისევ (!) (Make America Strong Again), მეტაფორულად ამირანისეულ ჯაჭვების აწყვეტას და წარსული დიდების დაბრუნებას შეიძლება შევადაროთ. და რაც მთავარია, აღზევების გზა, ესეც მეტაფორულად რომ ვთქვათ, ნიშნავს ამირინავით ამერიკის გათავისუფლებს მექსიკელი და მსგავსი ჯურის ყორნებისგან.

რაკიღა ტრამპისა და ამირანის მითოლოგიურ-მეთოდოლოგიური პარალელბი გავაანალიზეთ ყვავ-მექსიკელების პარადიგმის გამოყენებით,ეხლა ფსიქოლოგიურ-პრაგმატულად ავხსნათ თუ როგორ მოიგო ბატონმა ტრამპმა არჩევნები. მანამდე კი მოკლე ექსკურსია თუ როგორ იშოვა მარკ ცუკრებერგმა მილიარდები. აი ასე[1]: ჰარვარდიდან გამოგდებული ყმაწვილი ამბობს: „ციყვი, რომელიც თქვენი სახლის წინ კვდება, მოცემული მომენტისათვის შესაძლოა უფრო შესაბამისი იყოს თქვენი ინტერესებისთვის, ვიდრე ხალხი რომელიც აფრიკაში იღუპება.“ შეიძლება ამორალურია, მაგრამ რეალურია, თანაც იმდენად რელევანტური, რომ ფეისბუქის წარმატებას საუფძვლად დაედო.

ლგბტ (ლესბოსელები, გეები, ბისექსუალებისა და ტრანსგენდერები, ეჭვი მეპარება კიდევ გაიზრდება ამ აქრონიმის სიგრძე იმის მიხედვით თუ რა სექსუალური გადახრის გამო მოითხოვს ადამიანთა გარკვეული ჯგუფი გამორჩევას[2]) პირების ისტერიულად უფლებების დაცვა და გაშუქება, აშშ-ს გარეთ საომარი მოქმედებების პროპაგანდა, გარემოსდამცველების ზოგჯერ უტპიამდე მისული შეშფოთებები (როგორ კომიკოსმა აწ განსვენებულმა ჯორჯ კარლინმა თქვა, 4.5 მილიარდიანი პლანეტა შესანიშნავად დამოგზაურობს გალაქტიკებს შორის სივრცეში და როგორ შეიძლება ადამიანი ბოლო 200 წლის შედეგად დაემუქროს. პლანეტა კარგადაა – ხალხია ცუდად ამბობს იგი) და კიდევ ბევრი ისეთი საკითხები რომელიც ჩვეულებრივ რიგით ამერიკელს ნაკლებად ადარდებს უკვე ყელში ამოუვიდა მოსახლეობას. მათ ბერვი პრობლემები აქვთ, უმუშევრობა დაზღვევა, პენსია, ის რომ ტრესული სამუშაო გარემოსა და მაღალი კონკურენციის გამო ამერიკა მოწინავეა ფსიქოლოგიური აშლილოებებით ერთ სულ მოსახლეზე. მოკლედ, ამერიკელებს თავიანთ ეზოში მოთამაშე ციყვი აინტერესებთ დიდი ხანია და არა პრობლემები ოკეანის გადაღმა.

დავალება სტატისტიკოსებს: ამერიკაში მოსახლეობის 3.8 % არის იდენტიფიცირებული როგორც ლგბტ[3], წადით ეხლა და ნახეთ რამდენ ხანს უთმობს მასმედია მათი პრობლემების გაშუქებას. დაგანიძლავებით 4% -ზე მეტია. 😉 მარა მიანც ნახეთ რა. როგორც მისურის შტატის მაცხოვრებლები იტყვიან მაჩვენე (show me.)

ამ პირობებში, როგორც ბიტლები იტყვიან (მევასებიან რა ვქნა): Here comes, the sun და ამერიკის საარჩევნო ფერხულში, მზისფერთავიანი მილიარდერი დონალდი ტრამპი ერთვება. მეცხრე კლასელივით ლაპარაკობსო, ერთი და იგივეს იმეორებსო, ისა ესაო დებილიაო (აი დე ნირომ რომ ეგრე თქვა ეგ გამიტყდა). მოკლედ საქმე პირიქითაა, ისევ ჯორჯ კარლინს დავესესხები, რომელიც ამბობს “people are dumb”. ჰოდა დონალდიემ (რაფერც ჩემი ქუთაისელი ძმაკაცები ეძახიან), წარმატებულმა ბიზნესმენმა რომელმაც კარგად იცის მიწოდებისა და მოხმარების როგორც თეორია ისე პრაქტიკა, ხალხს ისეთი ენით მიაწოდა როგორზეც იყო მოთხოვნა. ეკონომიკურად მარტივია, მიწოდებამ და მოთხოვნამ ერთმანეთი იპოვეს და წონასწორული რაოდენობა საკმარისი იყო არჩევნების მოგებისთვის. რა მარტივია ეს ცხოვრება.

ერთი ამერიკელი ბაბუ მიყვებოდა, ევროპელებს ისე ეზიზღებდთო ერთმანეთიო, რომ მამაცები და ნორმალურები ვინც იყვნენო ოკეანის ტალღებსაც კი არ უშინდებოდნენო და ისე უნდოდათ ამერიკაო. ჭორიკნობასავით გამომდის მაგრამ არის რაღაც სიმართლის მარცვალი ამაში. მაგრამ ლგბტ-ების ვითომ უფლება დამცველებმა იმდენს მიაღწიეს რომ, აბა ერთი რამე თქვას ვინმემ, სასამართლოში ჰომოფობიური ადმინისტრაციული გაყრილი აქვს. მოკლედ დაჯარიმების შიშით, მამაცი ყოფილი ევროპელები მხოლოდ გულში მღერიან. მადლობა ტრამპს რომ მათ ბიულეტენი მიეცათ ამოსახვნეშად.

სჯობს გვიან ვიდრე არასდროს ალბათ ზაფხულში მეც ამირანივით ვიყავი როდესაც ჩემს ამ ნაფიქრალს ამირანვით გულში ვინხავდი და არ გადმოვანთხიე კლავიატურაზე და სნესაციური გამარჯვება არ ვიწინასწარმეტყველე სახალხოდ. თუმცა ხომ გაგიგიათ… იცით რაც,მადლობა დიდ უილიამ შექსპირს.

[1] A squirrel dying in front of your house may be more relevant to your interests right now than people dying in Africa. Read more at: https://www.brainyquote.com/quotes/…

[2] ჰომოფობს თუ დამიძახებთ და დამიკომენტარებთ, ამაღამ ვერ დავიძინებ. მაგრამ ხვალ დავიკიდებ.

[3] https://en.wikipedia.org/wiki/LGBT_…