Skip to content

ორი კენჭის ამბავი

მრავალი წლის წინ, ინდოეთის ერთ-ერთ სოფელში ერთი ფერმერი ცხოვრობდა, რომელსაც მევახშის ვალი ემართა. ფერმერს ულამაზესი ქალიშვილი ჰყავდა, რომლის მშვენებითაც მახინჯი მევახშე იყო მოხიბლული და მამა-შვილს გარიგებას სთავაზობდა: თუკი ფერმერი ქალიშვილს მიათხოვებდა, ვალს საერთოდ დაივიწყებდა. წინადადებამ ფერმერი და მისი გოგონა შეაძრწუნა. მიუხედავად ამისა, მოხერხებული მევახშე უკან არ იხევდა. მან ასეთი რამ შესთავაზა მევალეს: შავი და თეთრი კენჭებით სავსე ქისიდან გოგონას ერთი კენჭი უნდა ამოიეღო. იმ შემთხვევაში თუკი კენჭი შავი იქნებოდა, იგი მევახშის ცოლი უნდა გამხდარიყო და მამაც ვალისაგან განთავისუფლდებოდა. ხოლო, თუ კენჭი თეთრი აღმოჩნდებოდა, მაშინ მევახშე ფერმერს ყოველგვარი დამატებითი ვალდებულების გარეშე გაათავისუფლებდა ვალისაგან და არც გოგონა იქნებოდა იძულებული მისი ცოლი გამხდარიყო. თუკი გლეხი შემოთავაზებაზე უარის იტყოდა, მას შეიპყრობდნენ და ციხეში ჩასვამდნენ. სხვა გზა არ ჰქონდა მამა-შვილს, უნდა დათანხმებულიყვნენ.

სამივე კენჭებიან ბილიკზე შედგა. მევახშე ქვების ასაღებად დაიხარა. ფერმერის ქალიშვილმა დაინახა, როგორ აიღო და ჩაყარა ორი ერთნაირი, შავი კენჭი. შემდეგ მათკენ შემობრუნდა და ქვის ამოღება სთხოვა. გოგონას ადგილას საკუთარი თავი წარმოიდგინეთ. როგორ მოიქცეოდით?

გოგონამ ქისაში ხელი ჩაყო, ამოიღო ქვა და ძალიან მოხერხებულად დააგდო ძირს. შავი ქვა დანარჩენებს შეერია ისე, რომ მისი გარჩევა შეუძლებელი გახდა.

,,რა მოუხერხებელი ვარ’’ – თქვა შეწუხებულმა. ,,თუმცა არა უშავს, ჩემ მიერ ამოღებული კენჭის ფერს ქისაში ჩახედვისთანავე მივხვდებით.’’ მევახშემ უსინდისობის აღიარება ვერ გაბედა. გოგონამ კი თითქოსდა გამოუსწორებელი სიტუაცია საკმაოდ მოხერხებულად შეცვალა.

ედუარდ დე ბონო
მოამზადა – სალომე ლეკიშვილმა