Skip to content

სამი რამ რაც ჩემმა 70 წლის მეგობარმა მასწავლა

ლოთები სამყაროთი იმედგაცრუებული ადამიანები არიან. დალევა სიყალბიდან გაქცევის მარტივი საშულება. ამას ეხლა მივხდი, სულ ცოტა ხნის უკან, როდესაც ჩემი პირველი მეგობარი გამახსენდა. კვიცო პაპა ასე 70 წლის იქნებოდა, ძალიან უყვარდა დალევა და ბავშვებთან მეგობრობა. ბავშვებში ალბათ გულწფელობას ხედავდა. ვერ ვიტყვი, რომ ბავშვებსაც უყვარდათ კვიცო, მე გამონაკლისი ვიყავი. მისგან ბევრი რამ ვისწავლე, მაგრამ სამ გაკვეთილს განსაკუთრებით გამოვყოფდი:

  1. არ ვიცი რატომ შეარქვეს კვიცო, ალბათ იმიტომ რომ კვიცივით თავნება და შეუპოვარი იყო 70 წლისაც ასაკშიც კი. კვიცო ყოველთვის გამარჯვებითვის იბრძოდა. ჭადრაკის თამაში სწორედ მასთან „დავამხეცე“. კვიცო ყაიმების სასტიკი წინააღდეგი გახლდათ, წაგება ერჩივნა ყაიმზე შეთახმებას, ამიტომ ყოველთვის მედგრად უტევდა, მეც ეშმაკობას ვხმარობდი ვირჩევდი წყნარ და მშვიდ თამაში სტილს და კვიცო საკუთარ ხაფანგებში ებმებოდა, ამიტომაც ხშრიად ჩემი გამაჯვებით მთავრდებოდა პარტია.J კვაცო პაპასთან ჭადრაკის თამაში გარდა ისიც ვისწავლე რომ საუკეთესო თავდაცვაა თავდაცვაა და არაა შეტევა, მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცნობდი ტიგრან პეტროსიანის თამაშის მანერას (ტიგრან პეტროსიანი მსოფლიოს ჩემპიონი ჭადრაკში, მისი თამაშის სტილი დაცვითი იყო, ის კარგი თავდაცვით აღწევდა დიდი შედეგებს). კვიცოს შეუპოვრობა და მებრძოლი ხასიათი მთელი ცხოვრება თან მსდევს, ყოველთვის, როცა კარებს მიხურავენ, კვიცო პაპას შემოძახილი მახსენდება (თანგანწირული შეტევის წინ რომ აღმოხდებოდა ხოლმე) „მოხუი მაროზ“ და ფანჯრიდან შევდივარ.
  2. კვიცო პაპამ ჩემს ექსტრემალურობას პოზიტიური მიმართულება მისცა. ახალი სამყარო აღმოვაჩინე, როცა პირველად მასთან ერთად წავედი სათევზაოდ. ეს იყო ერთ ადგილას ჯდომით მიღებული საოცარი თავგადასავლების მთელი კასკადი. კვიცო პაპამ დამანახა რას ნიშნავს, როდესაც „ზიხარ, უცდი და გჯერა“. ერთხელ გვარიანადაც შევაშინე, როდესაც „კვიცო პაპა მიშველე დავიღრიალე“, ჩემს ანკესს უშველებელი თევზი წამოეგო, იმდენად დიდი, რომ ანკესს ვერ ვიმორჩილებდი, გიჟივით გამოვარდა საწყალი მოხუცი, ალბათ ეგონა ტბაში ვიძირებოდი სიხარულში ჩაძირული ბავშვი. საბოლოოდ თევზი დაგვისხტა, იმ დღეს მხოლოდ ლიფსიტების დაჭერით შემოვიფარგლე. მას შემდეგ ვცდილობ ჩემი მდინარეები სასარგებლო კალაპოტში გავუშვა, ყველა „წყალდიდობა“ ხომ არასწორი რეალიზაციის შედეგია.
  3. ჩემი პირველი წიგნი კვიცო პაპამ მათხოვა ედგარ რაისბეროუზიტარზანი, მაგრამ კითხვის სტიმულირებაზე მთავარი ის იყო რომ, კვიცო პაპას დახმარებით ადამიანის სიღმისეულად დანახვა, გულით ამოცნობა შევძელი. „ყველაფერს თვალებით ვერ დანახავ“, კვიცო პაპამ ეს პატარა უფლისწულზე ადრე მასწავლა. სწორედ ამ თვისების დამსახურებაა დღეს ჩემს გარშემო უამრავი კარგი ადამიანის არსებობა. სიამაყოთ შემიძლია გითხრათ მე თქვენს გულში მოგიზგიძე ნაპერწკალს ვხედავ.