Skip to content

ოთარ კობერიძის ცხოვრებისეული სკანდლები

ყველაფერი ლეო ესაკიას ფილმ „ბაში–აჩუკი“ -ს გადაღებებზე დაიწყო. ამბობდნენ, რომ ეს ერთი  ნახვით შეყვარება იყო. სწორედ ამ გადაღებებზე ნახა ოთარ კობერიძემ პირველად ლია ელიავა. მათ სიყვარულზე იმ პერიოდში ბევრი ალაპარაკდა. იმ დროისათვის ულამაზესი ლია ელიავა მეუღლეს გაშორებული იყო,ხოლო ოთარ კობერიძეს ოჯახი ჰქონდა.

მოგეხსენებათ, იმ პერიოდში ასეთი სიყვარულის გამხელა შეუძლებელი იყო. თუმცა მიუხედავად ყველაფრისა მათ გადალახეს ეს დიდი წინააღმდეგობა და ერთად ყოფნა გადაწყვიტეს.  ოთარ კობერიძის ბავშვობა ია-ვარდით მოფენილი არ ყოფილა. დედის გარდაცვალების შემდეგ მალევე მამაც გარდაეცვალა,ეს დიდი ტრავმა იყო მისთვის . ცნობილია ის ფაქტიც, რომ მეორე მსოფლიაო ომის დროს მსახიობს საბრძოლველად წასვლა უნდოდა , თუმცა არასწულწლოვნების გამო ვერ შეძლო. მიუხედავად ყველაფრისა, მსახიობს მაინც არ დაუკარგავს იმედი ომში წასვლისა. სწორედ  ამიტომ დაბადების მოწმობაში  ასაკი ერთი წლით მოიმატა და შეძლო ფრონტზე წასვლა.  ჩეხოსლოვაკიაში ბრძოლის შემდეგ ჩამოვიდა და კინოსამყაროში შეადგა ფეხი.

მსახიობი არ გამოირჩეოდა სკანდალურობით, თუმცა ცხოვრებაში მაინც არ ასცდა სკანდალები.იტალიელმა პაპარაცებმა მაშინ გადაუღეს ფოტო როცა ატირებულ ორნელა მუტის იხუტებდა და ამშვიდებდა – როგორც კობერიძე ამბობს, მას ორნელა მუტი შესჩიოდა თუ როგორ არ აძლევდა მეუღლე ბავშვის ნახვის უფლებას და როგორ სძალავდა ფულს. მეორე დღეს კი ტაბლოიდებმა ყდაზე გამოაჭენეს ჩახუტებულები „ორნელა თავის თეთრწვერა სიყვარულთან“…

ეს სკანდალი მეტისმეტად კეთილშობილი იყო, იმ სკანდალისგან განსხვავებით, რომელშიც იგი საბჭოურმა „კაგებემ“ გახვია, საქმე სასამართლომდეც კი მივიდა, ბრალს სდებდნენ…. გოგოებთან საბჭოთა მოქალაქისთვის შეუფერებელი საქციელის ჩადენაში. იყო შეთითხნილი კომპრომატებიც, მაგრამ მას უკან არ დაუხევია….

დღეს ოთარ კობერიძის დაბადების დღეა.

მოამზადა მარიამ ნებიერიძემ