Skip to content

ერთხელ შორეულ პროვინციაში, მძარცველები შევარდნენ ბანკში…

ყვებიან, რომ ერთხელ შორეულ პროვინციაში, მძარცველები შევარდნენ ბანკში…

შევარდნისას ერთ-ერთმა მათგანმა დაიყვირა: “არ გაინძრეთ! ფული ეკუთვნის ბანკს, სიცოცხლე კი გეკუთვნით თქვენ!”
უმალ ყველა დაწვა იატაკზე.

ეს იმის მაგალითია, რომ ტერმინოლოგია ცვლის ყველაფრის აღქმას.

ერთი ქალი პროვოკაციულად დაწვა მაგიდაზე, მაგრამ მძარცველმა, რომელიც ვნებას არ აყვა უთხრა: “ეს ძარცვაა და არა გაუპატიურება. მოიქეცი შესაბამისად!”

ეს იმის მაგალითია, თუ როგორ უნდა იქცეოდეს პროფესიონალი – კონცენტრირდებოდეს მხოლოდ მიზანზე.

ძარცვის ადგილიდან გაქცევის პროცესში, მძარცველებიდან ყველაზე ახალგაზრდამ(აკადემიური ხარისხით) უთხრა ყველაზე ხნიერს, რომელმაც სულ ახლახან დაამთავრა “დაწყებითი სკოლა”: “ჰეი, ბებერო, იქნებ დავითვალოთ რამდენი ავიღეთ?”

ბებერმა მკაცრი ტონით უპასუხა: “ნუ იქნები სულელი, ეს ძალიან დიდი ფულია იმისთვის, რომ დავითვალოთ ახლავე. დაველოდოთ სანამ ახალი ამბები არ გააშუქებენ რამდენი იზარალა ბანკმა.”

ამას ქვია გამოცდილება – დღევანდელ დღეს გამოცდილება ხარისხზე მნიშვნელოვანია.

მას შემდეგ რაც მძარცველები გაქრნენ, ბანკის დირექტორმა უთხრა ბუღალტერს, რომ ამ უკანასკნელს დაერეკა პოლიციაში. ბუღალტერმა უპასუხა: “მოიცა, მოდი მოპარულ თანხას დავუმატოთ ის 5 მილიონი, რომელიც ჩვენ მოვტეხეთ გასულ თვეში და ვთქვათ, რომ ეს ფულიც მოიპარეს.”

ამას ქვია – ნებისმიერი შესაძლებლობის გამოყენება.

მეორე დღეს ახალმა ამბებმა გამოაცხადეს, რომ ბანკიდან მოიპარეს 100 მილიონი დოლარი. მძარცველებმა ნადავლი დათვალეს, მაგრამ მოპარული თანხა 20 მილიონი აღმოჩნდა და არა 100. მძარცველებმა დაიწყეს წუწუნი: “ჩვენ საკუთარი სიცოცხლით ვრისკავდით რაღაც დამპალი 20 მილიონისთვის, მაშინ, როდესაც ბანკის ხელმძღვანელობამ მოიპარა 80 მილიონი თვალის დახამხამებაში. ალბათ უკეთესია შეისწავლო, როგორ მუშაობს სისტემა, იმის მაგივრად, რომ იყო უბრალო მძარცველი.”

ამას ქვია – ცოდნა ეს ძალაა.

ბანკის დირექტორი ძალიან კმაყოფილი იყო, განსაკუთრებით იმით, რომ ბირჟის დანაკარგები შენიღბული იყო ძარცვით.
ამას ქვია – არ გეშინოდეს რისკის.

მიეცით ადამიანს იარაღი და ის შეძლებს გაძარცვოს ბანკი. მიეცით ადამიანს ბანკი და ის შეძლებს გაძარცვოს ყველა.

წყარო: იდეა