Skip to content

“მე მყავს მამა” – 10 ნახატი მამის სიყვარულზე, რომელიც დაგაფიქრებთ!

ცნობილი მხატვარი, გვთავაზობს ნახატებს, სადაც მამა-შვილური ურთიერთობებია ასახული!

წარმოგიდგენთ 10 ნახატს, სადაც მხატვარი იხსენებს თავის ბავშვობას, მამასთან ურთიერთობას და მას სიყვარულით სავსე კომპლიმენტებით ამკობს.

1. “მე მყავს მამა, მას ვუყვარვარ, ის მასწავლის ყველანაირ თამაშს, ცდილობს ვიყო ნიჭიერი და განათლებული შვილი…მე ძალიან მიყვარს მამა”

image

2. “ვცდილობ მალე დავიძინო, არ შევაწუხო მამა… მან იცის ყველა ის ზღაპარი, რომელიც ძალიან მომწონს და მშვიდად მაძინებს…მე ძალიან მიყვარს მამა”

image

3. “მის გარეშე ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელია. მე მას არ ვასვენებ, ალბათ ესეც სიყვარულიდან გამომდინარეა… მე ძალიან მიყვარს მამა”

image

4. “როდესაც თამაში მინდა, ყოველთვის მას ვეძახი. მას დასვენების უფლებას არ ვაძლევ, თუ მივეცი მაქსიმუმ 5 წუთი…”

image

5. “თუ მამა ძალიან დაღლილია და ძილის წინ ზღაპარს არ მიკითხავს, მაშინ ჯერ ის იძინებს ხოლმე, შემდეგ მივუწვები და მასთან ვიძინებ, მის გვერდით არაფრის მეშინია.”

image

6. “მამა ჩემი სახლის თეატრია, არ მჭირდება შორს წასვლა, ის ყველანაირად მახალისებს…კიდევ კარგი მე მყავს მამა”

image

7. “ჩემს თოჯინებს სისუფთავე უყვართ, ამიტომ ყოველდღე მამიკოს დახმარებით მათ ვასუფთავებთ…”

image

8. “გარეთ გასვლა მამასთან ერთად, ყველაზე მაგარია, საუკეთესო სეირნობა მამიკოსთან გამომდის…მიყვარხარ მამა”

image

9. “როცა ის სამსახურში მიდის, მის გარეშე დრო ჩერდება! არ გადის, წამების სიჩქარე ნახევრდება, მენატრება მამა”

image

10. “სამსახურიდან მოსულსაც არ ვასვენებ, არ ვიცი ეს კაცი როგორ უძლებს ჩემს ცელქობას…როგორი ვიყავი ბავშვობაში, როგორ ვუყვარდი თურმე მამას… კიდევ კარგი შენ მყავხარ მამა”

image

 ავტორი: ალექსი აბდიევი