Skip to content

მოწაფეებთან ერთად გაზის კამერაში დაღუპული მასწავლებელი

 ეს გახლავთ იანუშ კორჩაკი , ებრაული წარმოშობის პოლონელი ექიმი, ალბათ, ცოტამ თუ იცის როგორი ღვთისნიერი პიროვნება იმალებოდა მასში.

ექიმობასთან ერთად ის გახლდათ მწერალი და საზოგადო მოღვაწე. შეიძლება ითქვას ,რომ მან მთელი თავისი ცხოვრება ბავშვებს მიუძღვნა, იანუშ კორჩაკი ყოველთვის დარჩება პედაგოგებისთვის სამაგალითო პიროვნებად და არა მარტო პედაგოგებისთვის.

ეს ის პერიოდია,როცა ნაცისტებმა უკვე პოლონეთის ნაწილი დაიკავეს, ცნობილია ისიც, რომ იანუში არაფრის დიდებით ბავშვებს არ ტოვებდა უპატრონოდ და გამუდმებით მათ გვერდით იყო. და დადგა ის მომენტი,როცა იანუშსა და ბავშვებს მიაგნეს. აღსაზრდელები უკვე ასულები იყვნენ ბანაკში მიმავალი მატარებლის ვაგონში, მოულოდნელად კორჩაკთან ესეს-ის ოფიცერი მივიდა და შეეკითხა:

– „ეს თქვენ დაწერეთ “მეფე მათიუშ პირველი”? ბავშვობაში წავიკითხე, კარგი წიგნია.

_დიახ-უპასუხა იანუშმა.

_თქვენ თავისუფალი ბრძანდებით.

– ბავშვები?

– ბავშვები წავლენ. მაგრამ თვენ შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ ვაგონიდან.

– ცდებით, არ შემიძლია. ყველა ადამიანი არაა ნაძირალა.“

გასაოცარი ის იყო თუ როგორ მიჰყავდა იანუშ კორჩაკს გაზის კამერაში ორი პატარა გოგონა ხელში აყვანილი და ზღაპრებს უყვებოდა….

გავიდა ხანი და შესანიშნავმა მწერალმა შოთა ნიშნიანიძემ მას მიუძღვნა ლექსი, რომლის ფრაგმენტსაც გთავაზობთ:

„არა, ბავშვებო, ნუ შეშინდებით,

ნურც ეჭვით მიმზერთ, ნურც შეშფოთებით,

ჩემო მშიერო, მფრთხალო ჩიტებო,

თქვენ სიკვდილშიაც ვერ მოგშორდებით

თქვენ იანოში არ მიგატოვებთ,

თავისუფლება არ სურს რიოში

პაწიები ხართ, ჰოდა პატრონი

იქაც გჭირდებათ, საიქიოში.“

(შ.ნიშნიანიძე)

დარწმუნებული ვარ, იანუში, ახლა უკვე ზეცაში, ყოველთვის მოსწავლეების გვერდითაა და მათ, ანგელოზებად ქცეულებს, წინ მიუძღვის !

მოამზადა: მარიამ ნებიერიძემ