Skip to content

მან უბრალოდ სცადა . . .

1985 წლის ივლისში ბრიტანელი მთასვლელები ჯო სიმფსონი და სიმონ იეითსი პერუში გაემგზავრნენ, რათა 21 000 ფუტის სიმაღლის თოვლიანი წვერვალი სიულა გრანდე დაელაშქრათ. მთის ერთ–ერთ ფერდობზე სიმფსონმა მარჯვენა ფეხი დაიზიანა. იეითსს შეეძლო მიეტოვებინა, თუმცა ასე არ მოიქცა და მათ უკან ჩამოსვლა დაიწყეს.

სამწუხაროდ, გზაში უბედური შემთხვევა მოხდა. იეითსს ფეხი დაუცდა და ისინი ნაპრალში ჩავარდნენ.

ნაპრალი ძალიან დიდი არ იყო , თუმცა იეითსი ცუდათ დაცემისას გარდაიცვალა. რაც შეეხება სიმფსონს იგი ენით აუწერელ გაჭირვებაში ჩავარდა,რადგან  მისი მეგობარი მკვდარი იყო, მას კი ფეხი სტკიოდა და მოძრაობა უჭირდა.

“როდესაც ჩემი სიტუაცია გავაანალიზე მივხვდი, რომ გამოუვალი სიტუაცია იყო. ერთადერთი რაც შემეძლო გამეკეთებინა, გადარჩენა უნდა მეცადა. ამ ფიქრს არ შევუშინებივარ, უბრალოდ მივხვდი, რომ ეს ფაქტი იყო – მე სიკვდილის რეალური საფრთხის წინაშე ვიდექი. მქონდა მხოლოდ ორი არჩევანი ან უბრალოდ უნდა დავლოდებოდი, თუ როდის მოვიდოდა სიკვდილი ჩემთან, ან ყველაფერი გამეკეთებინა იმისათვის, რომ გადავრჩენილიყავი” – ამბობს ჯო სიმფსონი

სიკვდილისა და სიმფსონის შეჯიბრი მართლაცდა საოცრად დაუჯერებელ ისტორიად მიაჩნია ყველას, ვინც ეს ამბავი იცის.

მან როგორღაც მოახერხა და იპოვა გზა ნაპრალიდან ამოსასვლელი გზა, რომლის გავლას თითქმის 12 საათამდე მოანდომა.

ნაპრალიდან თავის დაღწევის შემდეგ მან 3 დღე და ღამე იარა, ვიდრე ბანაკს მიაღწევდა. ამ სამი დღის განმავლობაში მას ერთი ლუკმა საკვებიც კი არ გადაუყლაპავს, თუმცა მაინც წინ მიიწევდა.

ბანაკში მისულ სიმფსონს სასწრაფო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს. მან 3 ოპერაცია გაიკეთა ფეხზე, თუმცა 2 წლის შემდეგ იგი  კვლავ დაუბრუნდა საყვარელ პროფესიას.