Skip to content

კავშირი გარეგნობასა და სულიერ სილამაზეს შორის

”ლამაზ სხეულში ლამაზი სულია” . ცუდად არ გამიგოთ ეს გამოყენებული ფრაზა, რადგანაც დღეს მინდა სწორედ ამ სილამაზის არსზე გესაუბროთ.

ადამიანის სულიერი მდგომარეობა, მისი შინაგანი ასაკი პირდაპირპროპორციულადაა კავშირში გარეგნობასა და ხასიათთან. პიროვნებას, რომელსაც შეუძლია სიყვარული, შეუძლია ბედნიერება, შეუძლია სითბოს გამოხატვა, სიკეთის კეთება და მრავალი სხვა დადებითი ქმედება, მერწმუნეთ მისი თვალები ყოველთვის სავსე იქნება ბრჭყვიალა ციმციმა ნათურებით, ეს ყოველივე კი ნათლად აისახება გარეგნობაზე.

ნებისმიერი დადებითი ქმედება სიხარულით ავსებს ჩვენს გულებს და შინაგან სიმდიდრებს ჰმატებს. კეთილი ღიმილი ეს ის სავიზიტო ბარათია , რომლის ფლობა ძალიან ახალისებს და აახალგაზრდავებს ჩვენს სულს.

მართალია ცხოვრება მიდის და წლებიც არ იცდიან, თუმცა ყველას გვექნება გაგონილი ფრაზა: ” დროში გავჩერდიო”, ეს ის შემთხვევაა, როდესაც თქვენი შინაგანი სამყარო ასაკის მატებასთან ერთად მაინც იმ ახალგაზრდობას ინარჩუნებს, რომელ ასაკადაც საკუთარ თავებს აღიქვამთ.

”უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე” ეს ის აუცილებელი კომპონენტია, რომლის გარეშე ნებისმიერი საქმის კეთება შეუძლებელია. ეს ის ნიჭია, რომელიც თითოეულ ჩვენგანს დაბადებიდან კოდად გვიდევს და მისი გაღვივება ჩვენივე ნებაზეა დამოკიდებული.სიყვარულია, როდესაც გახარებს ბუნების სილამაზე, და გამშვიდებს მისი უკიდეგანობა, სიყვარულია, როდესაც შეგიძლია გიყვარდეს ადამიანები მათი ინდივიდებისდა მიუხედავად და ალბათ ყველაფერი სიყვარულია, რაც კეთილს, ლაღს და ბედნიერს გხდის.

და თუ ადამიანს ამ ყველაფრის ნიჭი გააჩნია მისი ლამაზი სხეული, ლამაზი გარეგნობა, იმ მდიდარი სულიერი მდგომარეობის გამოძახილი იქნება, რომელსაც ლამაზ სულს უწოდებენ.

გამოგზავნი/ავტორი: ნათია კიკვაძე