Skip to content

კუს ძალიან მობეზრდა მიწაზე ხოხვა და გადაწყვიტა ფრენა ესწავლა. გადაწყვიტა და მოქმედებაც არ დააყოვნა.

ერთ დღესაც იგი არწივთან მივიდა და სთხოვა ფრენა ესწავლებინა მისთვის.
არწივმა იუარა, ვერ შეძლებო უთხრა, მაგრამ საკუთარ თავში ძლიერ დარწმუნებული კუ არ ეშვებოდა მას.
ბოლოს არწივს ყელში ამოუვიდა, ბრჭყალები ჩაავლო კუს და ცაში აიტაცა. როდესაც დიდ სიმაღლეზე აფრინდა, ბრჭყალები გაუშვა მას, ძირს გადმოაგდო და თან მიაძახა:
–აჰა, მისწავლებია შენთვის ფრენა, რაკი ასე გულით გსურდაო.
თვალაუწვდენელი სიმაღლიდან ჩამოგდებული ჩვენი საცოდავი კუ ქვაზე დაენარცხა და დაიმსხვრა . . .
მორალი:
ყველა საქმესა და პროფესიას თავისი განსაკუთრებული ნიჭი სჭირდება.ამიტომაც ვიდრე რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებდეთ, სჯობს კარგად გადახედოთ თქვენს შესაძლებლობებს . . .