Skip to content

ინკლუზიური განათლების თეორია და პრაქტიკა

დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის სასწავლო საკონსულტაციო ცენტრი გზავაზობთ ტრენინგს “ინკლუზიური განათლების თეორია და პრაქტიკა”

1 „ინკლუზიური განათლების საფუძვლები“.
2.“ინკლუზიური განათლების პროცესში აუცილებელი პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება-განვითარება.“
ტრენინგის მიზანი:
ინფორმაციის მიწოდება ინკლუზიური განათლების შესახებ;
ინდივიდუალურ სასწავლო გეგმაზე (ისგ-ზე) მუშაობისთვის საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.

ტრენინგი განკუთვნილია:
ინკლუზიური განათლების პროცესით დაინტერესებული პირებისთვის.
Ø მათთვის, ვინც მუშაობს ან შემდგომში აპირებს მუშაობას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) მოსწავლეებთან: პედაგოგები, ფსიქოლოგები, სპეც.პედაგოგები,მშობლები, ექიმები და სხვა.
ტრენინგი მოიცავს შემდეგ თემებს:
1. ინკლუზიური განათლება: არსი და საჭიროება;
2. იარლიყები და სტერეოტიპები. ტერმინების სწორი ფორმით გამოყენება;
3. სსსმ მოსწავლეები და საზოგადოება;
4. სხვადასხვა მდგომარეობების (დაუნის სინდრომი, აუტიზმი, ცერებრული დამბლა, დისლექსია და ა.შ) განმარტება;
5. ინკლუზიური განათლებისადმი კეთილგანწყობილი გარემოს შექმნა;
6. სსსმ მოსწავლეებთან მომუშავე მასწავლებლების როლი ინკლუზიური სწავლების პროცესში;
7. სსსმ მოსწავლეთა მშობლებთან მუშაობის თავისებურებანი;
8. სსსმ მოსწავლეთა თანატოლებთან მუშაობის სპეციფიკა და მეთოდოლოგია;
9.ინკლუზიური განათლებისთვის საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება;
10. ინდივიდუალური სასწავლო გეგმის (ისგ) შედგენის პრინციპები და კომპონენტები;
11. ინდივიდუალური სასწავლო გეგმის (ისგ) შედგენაში მონაწილე მხარეები, მიზნის დასახვისა და განხორციელების გზები.

ტრენინგის შედეგად:
*მონაწილეები მიიღებენ მრავალფეროვან ინფორმაციას ინკლუზიური განათლების შესახებ;
*შეძლებენ დაგეგმონ და შექმნან ინკლუზიური განათლებისთვის პროდუქტული გარემო;
*ითანამშრომლონ სსსმ მოსწავლის მშობლებთან, მასწავლებლებთან და თანატოლებთან;
*მიიღონ მონაწილეობა ისგ-ს შედგენასა და განხორციელებაში.
• სწორად დასახონ და განახორციელონ მიზნის მიღწევის სტრატეგიები სსსმ მოსწავლესთან მიმართებაში.
ხელი შეუწყონ სსსმ მოსწავლის ინკლუზიის პროცესს.
*მიღებული ცოდნის საფუძველზე ტრენინგის მონაწილეებს ექნებათ მზაობა ეფექტურად გაიარონ გასაუბრების პროცესი შემდგომში ამ მიმართულებით დასაქმების მიზნით.
ტრენინგის თეორიული ნაწილი მოიცავს:

1. ინკლუზიური განათლების საფუძვლები;
2. ინკლუზიური განათლების მოკლე ისტორია, არსი და საჭიროება;
3. ინკლუზიური განათლების სპეციფიკა;
4. ინკლუზიური განათლებისადმი კეთილგანწყობილი გარემოს შექმნა;
5. ინკლუზიური განათლების პროცესში ჩართული მხარეები და მათი სამუშაო აღწერილობა.
6. ოჯახისა და სკოლის როლი ინკლუზიური განათლების პროცესში;
7. სსსმ მოსწავლის იდენტიფიცირება და შეფასება (თანამიმდევრული საფეხურები);
8. ინკლუზიის პროცესში გამოყენებული სხვადასხვა ტერმინების განმარტება და სწორად ფორმულირება;
9. ისგ-ს სტრუქტურა შევსების თანამიმდევრობა და თავისებურებები;
10. სხვადასხვა დიაგნოზების განხილვა და რეკომენდაციები სსსმ მოსწავლის კონკრეტულ მდგომარეობებთან მიმართებაში
კერძოდ:
გონებრივი განვითარების დარღვევა;
ეპილეფსია;
დაუნის სინდრომი;
აუტიზმი;
ასპერგერის სინდრომი;
ფენილკეტონურია;
ცერებრული დამბლა;
დასწავლის უნარის დარღვევა;
ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი (ADHD);
სმენისა და მხედველობის დარღვევები ;
სოციალური და ემოციური უნარების განვითარების სირთულეები;

ტრენინგის პრაქტიკული ნაწილი მოიცავს :

1. სსსმ მოსწავლის აკადემიური უნარების შეფასება.
2. ეროვნული სასწავლო გეგმის (ესგ) გათვალისწინებით სსსმ მოსწავლეებისათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის(ისგ) შედგენა,
4 სსსმ მოსწავლეთა კონკრეტულ მდგომარეობებთან მიმართებაში ქეისების განხილვა;
5. სხვადასხვა მდგომარეობის მქონე სსსმ მოსწავლისათვის ისგ-ის შემუშავება. კერძოდ:
გონებრივი განვითარების დარღვევა;
ეპილეფსია;
დაუნის სინდრომი;
აუტიზმი;
ასპერგერის სინდრომი;
ფენილკეტონურია;
ცერებრული დამბლა;
დასწავლის უნარის დარღვვა; ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი (ADHD);
სმენისა და მხედველობის დარღვევები;
მონაწილეებს, სურვილის შემთხვევაში შესაძლებლობა ეძლევათ გაიარონ ტრენინგის ორივე მოდული, როგორც ცალ-ცალკე ( 24-24 სთ) ასევე-სრულად (ჯამში 48 საათი).
მხოლოდ პრაქტიკულ ნაწილზე დასწრების მსურველები გაივლიან წინასწარ ტესტირებას.
თვითოეული მოდულის დასრულებისას ჩატარდება შემაჯამებელი ტესტირება, რის საფუძველზეც მონაწილეები მიიღებენ A B C დონის სერთიფიკატებს.

თეორიული ნაწილი
30 აპრილი , 1,2,3,4 მაისი 18:00- 22:00 სთ, 5 მაისი 11:00-15:00
პრაქტიკული ნაწილი
7,8,9,10,11, მაისი 18:00- 22:00 სთ, 12 მაისი 11:00-15:00

სწავლის საფასური 28 აპრილამდე-380₾
28-30 აპრილამდე 430₾
სასერტიფიკატო ტრენინგით დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ მოცემული ფორმა:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSf5SggU4bSodo-EfCNwUFFEiA-7gYietLYWnwRyePbCM3gr3Q/viewform?c=0&w=1

დაგვიკავშირდით:
292 03 36; 555 433 343
საბუთების მიღების ბოლო ვადა – 30 აპრილი

ტრენინგს უძღვებიან:
ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი
პრაქტიკოსი ფსიქოლოგი-ფსიქოთერაპევტი. 2001 წლიდან ინდივიდუალურ და ჯგუფურ თერაპიებში მუშაობის გამოცდილებით ტიპიური განვითარებისა და სსსმ სტატუსის მქონე ბავშვებთან, იძულებით გადაადგილებულ პირებთან, პრობაციონერებთან და სხვა..
საქართველოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის დოქტორანტი (თემა: სსსმ მოსწავლეთა მიმართ თანატოლების დამოკიდებულებების განმსაზღვრელი ფაქტორები)
ტრენერი,სუპერვიზორი
მოქმედი სპეც პედაგოგი
საქართველოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სოც. მუშაკთა ფაკულტეტის სალექციო კურსის-,, ბავშვის ფსიქოლოგია“ხელმძღვენელი- ეკა ნინოშვილი

* პრაქტიკოსი ფსიქოლოგი-ფსიქოთერაპევტი. გამოცდილება: სხვადასხვა სამედიცინო და ფსიქონევროლოგიურ კლინიკაში ფსიქოდიაგნოსტიკის, პათოფსიქოლოგის, ფსიქოკონსულტანტის, ინდივიდუალური ფსიქოთერაპიის, სალექციო კურსების ხელმძღვანელის(სხვადასხვა ინსტიტუტში), ექსპერტ-ფსიქოლოგის მიმართულებით. სამეცნიერო კვლევების ავტორი სოციალური ინკლუზიისა და კლინიკური ფსიქოლოგიის ჩარჩოში. *საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს მულტიდისციპლინური გუნდის წევრი,
* საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური პროფესიული განათლების ექსპერტი.
* საქართველოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის დოქტორანტი,
* საქართველოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სოც. მუშაკთა ფაკულტეტის სალექციო კურსის-,,ინკლუზიური განათლების საფუძვლებისა და „სოციალური მუშაკი ინკლუზიაში“ ხელმძღვანელი( ლექტორი)- თამარ ტუხაშვილი.