Skip to content

“Give an Hour-ის“ პროგრამა საქართველოშიც ამოქმედდება

საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის ხელმძღვანელობამ წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის „ქართულ უნივერსიტეტში“ მოიწვია ამერიკული საქველმოქმედო ორგანიზაციის „გივ-ენ-აუერი“-ის (Give an Hour), საქველმოქმედო ორგანიზაციის „ელაიდ ფორსის ფაუნდეიშენ“ („Allied Forces Foundation“), საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტისა და  “დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის ფონდის“ (საქართველო) წარმომადგენლები. ფსიქოლოგიის მიმართულების პროფესურამ მოწვეულ სტუმრებს უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში  შეხვედრა მოუწყო, სადაც „გივ-ენ-აუერი“-ის პრეზიდენტმა  დოქტორმა ბარბარა ვან დალენმა სამუშაო „გივ-ენ-აუერი“-ის კონცეფციისა და პროგრამის პრეზენტაცია მოახდინა.

“გივ-ენ-აუერი პროგრამა აშშ-ში, კანადასა და დიდ ბრიტანეთში ფუნქციონირებს. მასში ათასობით ფსიქოლოგია ჩართული. პროფესიონალებს აერთიანებს ომის ვეტერანების, ჯარისკაცების და მათი ოჯახების დახმარების სურვილი. პროგრამის სახელწოდება “გივ-ენ-აუერი“, (ქართულად – „დაუთმე ერთი საათი“), გულისხმობს სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების ფსიქოლოგიური დახმარებისათვის კვირაში  ერთი საათის ქველმოქმედებას.  ათასობით სპეციალისტი, ყოველკვირეულად 1 საათს უთმობს  უფასო ფსიქოლოგიურ მუშაობას, რათა მხარდაჭერა აღმოუჩინონ დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებსა და მათ ოჯახის წევრებს. უნივერსიტეტებში, საზოგადოების კონკრეტულ ჯგუფებთან და სამხედრო ბაზებზე სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებითა და ტრენინგებით, პროფესიონალი ფსიქოლოგები და ფსიქოთერაპევტები მუშაობენ სტიგმის დაძლევაზე, რომელიც მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებთან ასოცირდება. სწორედ მსგავსი მოდელის დანერგვის მიზნით, იმყოფებოდნენ ორგანიზაციის ხელმძღვანელები საქართველოში. ისინი შეისწავლიან ქვეყანაში და კერძოდ, შეიარაღებულ ძალებში არსებულ ფსიქოლოგიური მხარდაჭერის, ფსიქოლოგიური სერვისების მდგომარეობას. სამთავრობო სტრუქტურებთან შეთანხმებით, მიღებულია გადაწყვეტილება საქართველოში ამოქმედდეს „გივ-ენ-აუერის“ პროგრამა, რომელიც დაშავებული და დაჭრილი ქართველი სამხედროებისთვის, ვეტერანების და მათი ოჯახებისათვის ფსიქოლოგიური დახმარების გაწევაზე იქნება მიმართული.

ამერიკელებთან თანამშრომლობის პროგრამაში ჩაერთვება „საქართველოს ეროვნუკი გეშტალტ ინსტიტუტის“ და წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართული უნივერსტიტეტის ფსიქოლოგიის მიმართულება. პროფესორები დიმიტრი ნადირაშვილი და თეა გოგოტიშვილი, რომლებმაც ამერიკელი კოლეგები და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მოიწვიეს უნივერსიტეტში, ფსიქოთერაპიის სფეროში, კერძოდ გეშტალტთერაპიაში ეროპული EAGT აკრედიტაციის მფლობელები არიან და ამ მიმართულებით ზრდიან საერთაშორისო რანგის სპეციალისტებს.

უნივერსიტეტში ფსიქოლოგებთამ შეხვედრაზე იმყოფენენ: საქველმოქმედო ორგანიზაციის „გივ-ენ-აუერის“ პრეზიდენტი დოქტორი ბარბარა ვან დალენი; ვიცეპრეზიდენტი, დოქტორი რენდი ფელპსი; საქველმოქმედო ორგანიზაციის „ელაიდ ფორსის ფაუნდეიშენ“ („Allied Forces Foundation“) პრეზიდენტი სტიუარტ ტეილორი და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი პაატა პატიაშვილი. სამომავლო თანამშრომლობის გეგმებსა და ფსიქოლოგიური პროგრამებში ქართველი სპეციალისტების მონაწილეობის პერსპექქტივებზე ისაუბეს, ქართული უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის მიმართულების ხემძღვანელმა პროფესორმა დიმიტრი ნადირაშვილმა და საქველმოქმედო ორგანიზაციის „გივ-ენ-აუერის“ პრეზიდენტმა, დოქტორმა ბარბარა ვან დალენმა. იგი ლიცენზირებული კლინიკური ფსიქოლოგია, რომელმაც თავისი 20 წლიანი კარიერის უდიდესი ნაწილი ისეთ დიდ სისტემებთან მუშაობას დაუთმო, როგორებიცაა უნივერსიტეტები და მენტალური ჯანმრთელობის კლინიკები. 2014 წელს აშშ-ის სამხედრო სამსახურის ხელმძღვანელობამ, დოქტორ ბარბარა ვან დალენს ამერიკული ჯარისთვის გაწეული უანგარო სამსახურისთვის სამაგალითო მოქალაქის წოდება მიანიჭა, ხოლო 2012 წელს. იგი ჟურნალი TIME -ის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ასეულში შევიდა.

“გივ-ენ აუერ”-მა მოღვაწეობის მანძილზე 24 მილიონ დოლარად შეფასებული 250 000-ზე მეტი  სამუშაო საათი იქველმოქმედა. “გივ-ენ აუერ”-ი აქტიურად თანამშრომლობს აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და მის სამეფო უდიდებულესობა, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრინც ჰარისთან, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს პროგრამას. ასევე, ამ ორგანიზაციის ოფიციალური მხარდამჭერები არიან მიშელ  და ბარაკ ობამები. 2017 წლისთვის ეს ორგანიზაცია 500-ზე მეტ პარტნიორს ითვლის. “გივ-ენ აუერ”-მა პირველი გლობალური სამიტი 2017 წელს, კალიფორნიის შტატში გამართა, ხოლო მეორე დაგეგმილია 2018 წლის ოქტომბერში, ლონდონში, სადაც პროფესორები დიმიტრი ნადირაშვილი და თეა გოგოტიშვილი არიან მიწვეული.