ერთ ქვეყანაში ცხოვრობდა ერთი შუახნის კაცი, რომელიც ყოველდღიურად მეორე ქვეყანაში ვირით გადადიოდა და შემდეგ უკან ბრუნდებოდა. საზღვრის მცველები ეჭვობდნენ, რომ კაცი მათ რაღაცას უმალავდა და ყოველდღიურად, როცა იგი საზღვარს კვეთდა გულდაგულ ამოწმებდნენ მას და მის ვირს, თუმცა არასდროს არაფერი უპოვნიათ.
გავიდა ხანი და საზღვრის მცველებმა შეიტყვეს,რომ კაცი მეტად ძვირი ტანსაცმელს იცვამდა და გაიგეს, რომ დიდი სახლიც კი იყიდა საკუთარ ქალაქში. მცველებს ეჭვები გაუორმაგდათ და შესაბამისად, უფრო გულმოდგინედ დაუწყეს შემოწმება კაცს და მის ვირს, თუმცა კვლავ არაფერი უპოვნიათ.
მას შემდეგ ათეულმა წელმა განვლო და ამ კაცს, საზღვრის ერთ-ერთი მცველი, რომელიც უკვე აღარ მუშაობდა საზღვარზე, საკუთარ ქალაქში შემთხვევით შეხვდა. მცველმა იცნო კაცი, მიუახლოვდა მას და ჰკითხა:
“მისმინე, ხომ იცი, რომ აღარ ვმუშაობ საზღვარზე. გპირდები არავის ვეტყვი და რომც მინდოდეს უკვე ვეღარაფერს დაგიშავებ. ძალიან გთხოვ, მითხარი რას და როგორ გვიმალავდი მთელი ამ წლების მანძილზე?”
“ისეთს არაფერს, რასაც თქვენ ეძებდით”, გულწრფელად გაეღიმა კაცს და რამოდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ დაამატა: “უბრალოდ ვირები გადამყავდა საზღვარზე და ვყიდდი.”