Skip to content

თქვენ აუცილებლად უნდა წაიკითხოთ ამ ქმრის ისტორია

საღამოს, როდესაც სახლში დავბრუნდი, ცოლი საუზმეს ამზადებდა. ხელზე ხელი მოვკიდე და ვუთხარი – „შენთვის რაღაც მაქვს სათქმელი.“ ისევ დავინახე ტკივილი მის თვალებში. არ ვიცოდი, რითი დამეწყო, მაგრამ უნდა მეთქვა, რომ განქორწინებაზე ვფიქრობდი. მშვიდად დავიწყე საუბარი ამ თემაზე. იგი არ ჩანდა ჩემი სიტყვებით გაღიზიანებული და რბილად მკითხა – „რატომ?“

მე თავი ავარიდე ამ კითხვას და ამან გააბრაზა. გაისროლა ჩანგალი და დამიყვირა – „შენ კაცი არ ხარ!“

იმ ღამეს აღარ გვისაუბრია. იგი ტიროდა. ვიცი, სურდა გაეგო, თუ რა დაემართა ჩვენს ურთიერთობას. მე კი არ შემეძლო დამაკმაყოფილებელი პასუხის გაცემა; ჩემი გული ახლა სხვას ეკუთვნოდა. მე ის აღარ მიყვარდა, უბრალოდ, მეცოდებოდა.

დანაშაულის გრძნობის გამო, შევადგინე განქორწინების ცნობა, სადაც ეწერა, რომ მას რჩება სახლი, მანქანა და ჩემი კომპანიის 30 %. შეხედა ამ ფურცელს და დახია. ქალი, რომელმაც ჩემთან ერთად 10 წელი გაატარა, უფრო ძლიერი გახდა. ვწუხდი მისი დახარჯული დროის, რესურსებისა და ენერგიის გამო, მაგრამ არ შემეძლო სიტყვები უკან წამეღო. ახლა ჯეინი მიყვარდა.

საბოლოოდ, მან ტირილი ჩემს წინ დაიწყო, რასაც ველოდი კიდეც. განქორწინების იდეა, რომლითაც უამრავი კვირის მანძილზე ვიყავი შეპყრობილი, უფრო ნათელი და მტკიცე გახდა.

მეორე დღეს, სახლში გვიან დავბრუნდი და ვნახე, თუ როგორ წერდა რაღაცას. არ მივახშმია, თუმცა პირდაპირ დასაძინებლად წავედი და სწრაფადვე ჩამეძინა, ჯეინთან ერთად გატარებული დატვირთული დღის შემდეგ. როცა გამეღვიძა, ჩემი ცოლი კიდევ წერდა.

დილით მან წარადგინა განქორწინების საკუთარი პირობები. ჩემგან არაფერს ითხოვდა, მხოლოდ – ერთ თვეს, განქორწინებამდე. მოითხოვა, რომ ამ ერთი თვის მანძილზე, ორივეს, რაც შეიძლება ჩვეულებრივი ცხოვრებით გვეცხოვრა. მიზეზები მარტივი იყო: ჩვენს შვილს ამ თვეში გამოცდები ჰქონდა და მას არ უნდოდა, გაენადგურებინა იგი ჩვენი გაქორწინებით.

ეს ჩემთვის მისაღები იყო, თუმცა მას კიდევ ჰქონდა პირობები. მთხოვა, გამეხსენებინა თუ როგორ ავიყვანე ხელში ჩვენი ქორწილის დღეს. მომთხოვა, რომ ამ თვის ყოველ დილას ამეყვანა საწოლიდან და მიმეყვანა კარამდე. ვიფიქრე, რომ გაგიჟდა, თუმცა ჩვენი ერთად გატარებული ბოლო დღეები ასატანი რომ ყოფილიყო, დავთანხმდი.

ჯეინს მოვუყევი ჩემი ცოლის განქორწინების პირობებზე. ხმამაღლა გაეცინა და ეს აბსურდად ჩათვალა – „არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა ხერხებს მიმართავს, მაინც განქორწინება ელის“.

მე და ჩემს ცოლს არ გვქონდა არანაირი ფიზიკური კონტაქტი, იმის მერე, რაც განქორწინების სურვილი მკაფიოდ გამოვთქვი. პირველ დღეს, როცა ხელში ავწიე, თავი არაკომფორტულად ვიგრძენით. ვაჟიშვილმა ტაში დაგვიკრა: „მამამ დედა ხელში აიყვანა!“

მისმა სიტყვებმა ტკივილის გრძნობა მომგვარა. ხელში აყვანილი მეუღლე რამდენიმე ოთახში ვატარე. მან დახუჭული თვალებით მითხრა – „არ უთხრა ჩვენს ვაჟს განქორწინებაზე.“

იმედგაცრუებულად ვგრძნობდი თავს. შემდეგ ის წავიდა ავტობუსის გაჩერებაზე, მე კი – ოფისში.

მეორე დღეს, უფრო ადვილად ავწიე, ვიგრძენი მისი სუნამო და მივხვდი, რომ დიდი ხანია, არ ვუყურებდი ამ ქალს მზრუნველობით. მივხვდი, რომ უკვე აღარ იყო ახალგაზრდა. მას სახეზე „სასაცილო“ ნაოჭები ჰქონდა, ხოლო თმა – ზოგ ადგილას შეჭაღარავებოდა. ჩვენმა ქორწინებამ მასზე დამღუპველად იმოქმედა, და წამიერად გავოგნდი, თუ რა დავმართე მას.

მეოთხე დღეს რომ ავიყვანე, მისდამი სიახლოვის გრძნობა ვიგრძენი. ეს იყო ქალი, რომელმაც თავისი ცხოვრების 10 წელი მაჩუქა. მეხუთე და მეექვსე დღეს, ეს გრძნობა უფრო იზრდებოდა. ჯეინისთვის ამის შესახებ არაფერი მითქვამს.

ერთ დღეს, ჩემი ცოლი ეძებდა ჩასაცმელს, რამდენიმე კაბა გაიზომა, თუმცა ვერცერთი ვერ მოირგო. აღნიშნა, რომ ყველა კაბა დიდი ჰქონდა. მივხვდი, რომ გახდა და უფრო ადვილად შემეძლო მისი აწევა.

მომენტალურად გავიფიქრე, „ნეტავ რამდენი ტკივილი და სიმწარე აქვს „ჩამარხული“ გულში. ქვეცნობიერად წამოვიწიე და მის თავს შევეხე.

ამ დროს ჩვენი შვილი შემოვიდა და თქვა,- „მამა, უკვე დროა, აიყვანო დედიკო ხელში.“ მისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იყო. დედა ჩაეხუტა. მე მივატრიალე თავი, რადგან მივხვდი, რომ შემეძლო ბოლო წამს აზრის შეცვლა. შემდეგ ავიყვანე ცოლი ხელში. მისი ხელები ბუნებრივად ეხებოდნენ ჩემს კისერს, ხოლო ტანი მჭიდროდ მეჭირა, როგორც ქორწილის დღეს.

მამწუხრებდა მისი სულ უფრო ნაკლები წონა. ბოლო დღეს, როცა ხელში ავიყვანე, ძლივს ვადგამდი ნაბიჯებს. ჩვენი შვილი სკოლაში წავიდა. ცოლი მჭიდროდ მივიკარი და ვუთხარი,- „არ დავფიქრებულვარ, რომ ჩვენს ცხოვრებას „სიახლოვე“ აკლდა.“

წავედი ოფისში, სწრაფად გადმოვედი მანქანიდან, არც ჩამიკეტია კარი. მეშინოდა, რომ ნებისმიერ შეფერხებას შეეძლო ჩემი გადაწყვეტილების შეცვლა. ავირბინე კიბეებზე. ჯეინმა გააღო კარები… „ბოდიში ჯეინ, მე აღარ მინდა განქორწინება.“

მან ყურადღებით შემომხედა, შეეხო ჩემს შუბლს და მკითხა – „სიცხე გაქვს?“

გავწიე მისი ხელი და ვუთხარი, – “ბოდიში ჯეინ. აღარ მინდა განქორწინება. ჩვენი ქორწინება მოსაწყენი იყო, რადგან არ ვაფასებდით ჩვენი ცხოვრების დეტალებს და არა იმიტომ, რომ აღარ გვიყვარდა ერთმანეთი. ახლა კი, მივხვდი, რომ როგორც შემოვიყვანე სახლში ქორწილის დღეს, ზუსტად ასე უნდა მეჭიროს მანამ, სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს.“

ჯეინი გაოგნებული იდგა. სილა გამარტყა, მოხურა კარი და ცრემლებში ჩაიძირა. მე ჩავირბინე კიბეებზე, ყვავილების მაღაზიაში წავედი და თაიგული შევუკვეთე ცოლისთვის. გამყიდველმა მკითხა, რა დაეწერა ფურცელზე. ღიმილით ვუპასუხე, -„ყოველდღე ხელით გატარებ, სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს.“

საღამოს მივედი სახლში, ყვავილებით ხელში და ღიმილით სახეზე. ავირბინე კიბეებზე მხოლოდ იმისთვის, რომ ჩემი ცოლი საწოლში მკვდარი მეპოვნა. იგი სიმსივნეს თვების მანძილზე ებრძოდა, მე კი იმდენად ვიყავი დაკავებული ჯეინით, რომ ვერც კი შევნიშნე. მან იცოდა, რომ სიკვდილი ელოდა და დამიცვა ვაჟიშვილის ნეგატიური დამოკიდებულებისგან. ახლა, შვილის თვალში, მოსიყვარულე ქმარი ვიყავი.
ზოგჯერ „წვრილმანები“ ისაა, რაც ნამდვილად ღირებულია ცხოვრებაში. ეს არაა სახლი, ავტომობილი, საბანკო ანგარიშები… ისინი ქმნიან სასურველ გარემოს ბედნიერებისთვის, მაგრამ არ შეუძლიათ, გვაჩუქონ ბედნიერება.

ასე რომ, იპოვეთ დრო, რათა იყოთ მეუღლის მეგობარი და იყავით ერთად, რათა „სიახლოვე“ და ბედნიერება აშენოთ. მოიქეცით ასე, თუ ნამდვილად გსურთ გქონდეთ ბედნიერი ქორწინება!