Skip to content

როგორ ვიპოვოთ პოზიტივი სტრესულ გარემოში?

  გუშინ რთული დღე მქონდა,როგორც სამსახურში,ასევე პირად ურთიერთობებში.არ ვიცოდი,როგორ გავმკლავებოდი ამდენ პრობლემას ერთდროულად,რომ იტყვიან ნერვიულობისა და ფიქრისგან,თავი მისკდებოდა.თუმცა არაფრის შეცვლა და გამოსწორება ამ კონკრეტულ ვითარებაში აღარ შემეძლო.შინ დაღლილი დავბრუნდი.ერთი სული მქონდა როდის მოვაწესრიგებდი საოჯახო საქმეებს და დასაძინებლად წავიდოდი.ძილის წინ კი ჩემს საყვარელ ბიჭუნას ზღაპარი წავუკითხე და როდესაც ტკბილად ჩაეძინა,მე ჩემს თავთან კვლავ მარტო დავრჩი.თვალები უფრო მაგრად დავხუჭე და ვცადე გამეხსენებინა,მიუხედავად ყველაფრისა განვლილი დღის რომელ მონაკვეთში შემეძლო მეპოვა ბედნიერი წუთები.ბევრი არ მიფიქრია,რადგან ასეთი წუთები  მრავლადაა ჩემს ცხოვრებაში.საღამოს,როდესაც ჩემს ბიჭუნას ბაღში მივაკითხე გამოსაყვანად,მას ძალიან გაუხარდა ჩემი ნახვა.გამოიქცა ჩემსკენ და ძალიან მაგრად ჩამეხუტა.ასეთი ამაღელვებელი და მშვენიერი წუთები არასდროს ავიწყდებათ ადამიანებს.ამიტომ მხოლოდ ჩვენი შეხვედრა მიტრიალებდა თვალწინ,სითბო,რომელიც ჩემს პატარასთან ჩახუტების დროს ვიგრძენი და ნელ-ნელა დავმშვიდდი,უკეთესად ვიგრძენი თავი.

   გარეთ კი წვიმდა.წვიმდა მშვიდად და ლამაზად.წვიმის წვეთების ხმა შემოდიოდა ფანჯრებიდან.მე კი ძალიან მაგრად გავეხვიე საბანში და ჩემს ბიჭუნას ფეხის გულებზე მოვეფერე. მას კი ეძინა მშვიდად და ბედნიერად.და მე მივხვდი,რომ  სამყაროში ნეგატივს არ უნდა მივაქციო ყურადღება.უკეთესად რომ  შევძლო ცხოვრება,მხოლოდ ბედნიერ წუთებზე უნდა ვიფიქრო.სამყაროში თითქმის თანაბრად არის ცუდი და მშვენიერი მომენტები.მაგრამ მე უნდა ვიყო გონიერი და მხოლოდ ლამაზ მომენტებზე მოვახდინო კონცენტრაცია.ამ გზით  კიდევ უფრო ბევრ ლამაზ წუთებს ვიპოვი სამყაროში,უფრო მეტად პოზიტიური ადამიანი გავხდები და დროთა განვალობაში შევძლებ ადვილად გავართვა სტრესიულ სიტუაციებს თავი.

    ფიქრებში ჩამეძინა.დილით კი ძალიან კარგ ხასიათზე გავიღვიძე.წვიმიანმა დილამაც  ვერ შესძლო ჩემი განწყობის გავუჭება.მივირთვი ფინჯანი ყავა და  გადავწყვიტე ახალი შემართებით დამეწყო დღე.