ერთხელ,დაიბარა ღმერთმა თავისთან ერთგულება და ღალატი და უთხრა:
ბოლო ჟამი ახლოვდება.წადით დედამიწაზე და სანამ გავანადგურებ,თქვენ–თქვენი მიმდევრები მოაგროვეთო.
გამოემართნენ ერთგულება და ღალატი დედამიწისკენ და თან ერთმანეთში კამათობდნენ–არა მე უფრო მეტ ხალხს მოვაგროვებ,არა მეო.
გამოხდა ხანი.მოისურვა უფალმა შედეგების ხილვა და დედამიწას გადმოხედა.ორი უზარმაზარი ჯგუფი დაინახა ადამიანებისა შეკრებილი.თითქმის მთელი დედამიწის მოსახლეობა ამ ორ ჯგუფში იყო გაერთიანებული,მაგრამ ერთი მაინც მეტი იყო.სადაც ერთგულება დაინახა,ის ჯგუფი მეტი იყო და გაუხარდა.არ შევმცდარვარ ადამიანებშიო გაიფიქრა და გადაწყვიტა ახლოს ენახა ორივე.ჯერ მცირე ჯგუფთან მივიდა და ღალატს დაუძახა:
აბა მომახსენე,ვინ არიან ეს ადამიანებიო.
ეს მართლაც მოღალატეები არიან,უფალო–მიუგო ღალატმა–ზოგი ცოლს ღალატობს,ზოგი ქმარს,ზოგი მეგობარს,ზოგი სინდისს.ერთს ფიქრობენ,მეორეს ამბობენ და მესამეს აკეთებენ.უმეტესობა შენ გღალატობს უფალო.ფარისევლობენ,შენ ტაძარშიც დადიან,მაგრამ გულები შავი აქვთ,შენს სიყვარულს ვერ გრძნობენ.მხოლოდ სხვის დასანახად არიან შენი ერთგულები, სინამდვილეში კი გღალატობენო.
უფალი მოიღუშა და უფრო სასიამოვნო ამბის მოსმენის იმედით მეორე ჯგუფისკენ გაემართა.
ადამიანები ხარხარებდნენ,სვამდნენ,ჭამდნენ,ღრეობდნენ,
მრუშობდნენ და ათას საზიზღრობას სჩადიოდნენ.
გაოცდა უფალი და ერთგულებას დაუძახა:
კარგი,მოღალატეების ამბავი გასაგებია,მაგრამ ესენი ვინ არიან და რა ხელი აქვთ ერთგულებასთან?
ერთგულებამ მორცხვად დახარა თავი და მიუგო:
მომიტევე უფალო,მაგრამ შენი ერთგული ადამიანი დედამიწაზე მე ვერ ვიპოვე და რადგან ერთგულება მქვია,იმ ადამიანების ძებნა დავიწყე,ვისაც საერთოდ ერთგულება შეუძლიათ.ესენი ეშმაკის ერთგულები არიან და ამიტომ მოვაგროვე ჩემი სახელის ქვეშ.არ ღალატობენ,ერთგულად ემსახურებიან შენგან განდევნილ დაცემულ ანგელოზს და ამიტომ მოღალატეებად ვერ ჩაითვლებიანო. რაც დამავალე უფალო,მე ჩემი მისია პირნათლად შევასრულეო.
განრისხდა ღმერთი და ის იყო ერთი ხელის მოქნევით უნდა გაენადგურებინა ყველაფერი როცა უეცრად ადამიანთა სულ პაწაწინა ჯგუფს მოკრა თვალი.შეჩერდა და კარგად დააკვირდა.
შინდისფერი მოსასხამები და შავ–თეთრზოლიანი ქუდები ეხურათ?
ვინ ხართო?–გაიოცა უფალმა
ჩვენ უბრალო,ცოდვილი ადამიანები ვართ,უფალო–მიუგეს პასუხად.ძალიან გვიყვარხარ,მაგრამ ჩვენი დაცემული ბუნების გამოხშირად გღალატობთ.უმეტესად ეს უნებურად მოგვდის,მაგრამ გამუდმებით ვინანიებთ და ვტირით ჩვენი ცოდვების გამო.ამიტომ არც მოღალატეებში და არც ერთგულებში არ მიგვიღესო.მოგვეცი ცოტაოდენი დრო,ღმერთო მოწყალეო,იქნებ ერთგულება ჩვენსკენ გადმოვიბიროთ და შენი მოყვარული და მადიდებელი ადამიანები ვამრავლოთო.
ცრემლი მოადგა უფალს თვალზე,შეეცოდა ეს გულწრფელი,სუფთა ადამიანები და დროებით გადადო თავისი განზრახვა.
დრო გადის,ერთგულება კი ჯერაც არ ჩანს…
შეგონება: ერთგულება არაჩვეულებრივი თვისებაა ადამიანისა,მაგრამ გააჩნია საითკენ არის მიმართული.დღეს სატანას გაცილებით მეტი ერთგული მიმდევარი ყავს ვიდრე ჭეშმარიტ ღმერთს.
დაფიქრდით,თქვენ ვისთან ხართ?
გამომგზავნი: დავით იმერელი