Skip to content

სიცრუის კონკურსი

ერთხელ,ლომმა გადაწყვიტა გაეგო,ვინ იყო ცხოველებში ყველაზე ჭკვიანი და სიცრუის კონკურსი გამოაცხადა.
დათვმა თქვათაფლი ისე მეზიზღება,რომ დავინახო,ალბათ გული ამარევაო;
მგელმა თქვაერთ ჭამაზე ას ცხვარს ვჭამ და მაინც მშიერი ვრჩებიო;
კურდღელმა თქვაათი მგელი რომ შემომხვდეს გზაზე,ათივეს სულს გავაფრთხობინებო.
და ასე,ზოგმა რა მოიგონა,ზოგმა რა.მელია კი დუმს.
შენ რაღას იტყვი მელაკუდავ?-ჰკითხა ლომმა
დიდო ხელმწიფევუპასუხა მელამრაც აქ ითქვა,ყველაფერი სიმართლეა და მე ტყუილს ვერ ვიტყვიო.

მელას ნათქვამი ყველას მოეწონა და მხურვალე ტაში დაუკრეს.

შეგონება:ზოგჯერ ის,რაც ყველას სიმართლე ჰგონია,შეიძლება ყველაზე დიდი სიცრუე აღმოჩნდეს

გამომგზავნი: დავით იმერელი