– შეყვარებული მართლა არა ხარ?
– არა, მაგრამ, გინდაც ვიყვე, სიყვარული რა დარდია.
– როგორ არა, სიყვარული ყველაზე დიდი დარდია.
– შენ შეყვარებული ხარ?
– ვიყავი.
– მერე?
– გზაზე ყაჩაღები დახვდნენ და გააუბედურეს. იმან ჯერ არაფერი თქვა, ერთი დღე იჯდა და უხმოდ მიყურებდა. ვკითხე, რა დაგემართა _ მეთქი. არაფერი არ მითხრა. მერე მოვიდა და მუხლებზე მაკოცა. მე იქვე ჩავიხვიე. ხელიდან გამისხლტა და წავიდა. წავიდა და ეგ იყო.. წავიდა.. ადევებულ არაგვში ჩაეხრჩო თავი. იმის მერე დარდებს ვაგროვებ. რაც რამ ქვეყანაზე დარდია, უნდა შევაგროვო და ღმერთთან წავიდე