ერთხელ ცნობილი ამერიკელი პოეტი და ესსეისტი რალფ უალდო ემერსონი ხბოს საძოვრიდან ფერმაში წამოყვანას შეეცადა. თუმცა ყველასათვის ჩვეული ერთი შეცდომა დაუშვა,რადგან მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, რაც თვითონ სურდა. ემერსონმა ხბოს სახრე გადააწნა. ხბო გაჯიუტდა, ერთ ადგილზე ტრიალებდა და არ მიჰყვებოდა თავის პატრონს.
ამ სცენარს ერთი ირლანდიელი ფერმერი შეესწრო, რომელმაც რასაკვირველია ლექსებისა და წიგნების წერა არ იცოდა, მაგრამ ამ საქმეში ემერსონზე გაცილებით მეტი გაეგებოდა. იგი მშვიდად მივიდა ხბოსთან, შუბლზე ხელი დაადო და მოეფერა. ცოტა ხანში ხბო დამშვიდდა, ირლანდიელის თითებს ენით ლოკვა დაუწყო და მშვიდად წაჰყვა ფერმაში.
გაკვეთილი მარტივი,თუმცა ძალზედ საყურადღებოა: “თუ გსურს ადამიანზე გავლენის მოხდენა, მოიქეცი ისე,როგორც მას სურს და არა ისე,როგორც თავად გინდა…” *დეილ კარნეგი*