Skip to content
ექიმი იუდა ფოლკმენი მუდამ ინახავდა 1903 წლის New York Times- ის ერთ–ერთ გამოცემას, რომლის ერთ–ერთ სტატიაში ფიზიკის ორი პროფესორი საუბრობდა, თუ რატომ ვერ შეძლებდნენ აეროპლანები ფრენას.ამ სტატიის შემდეგ სამი თვეც არ გასულა, რომ ქ.კიტი ჰოუკში ძმები რაიტების მიერ შექმნილი პირველი თვითმფრინავი აფრინდა.
მას შემდეგ უამრავი წელი გავიდა, როდესაც 1970 იან წლებში ექიმმა ფოლკმენმა წამოაყენა მოსაზრება,რომ მეცნიერთა აზრი “სიმსივნის ზრდის შეჩერების შეუძლებლობის შესახებ” სიმართლეს არ შეესამებოდა. “უაზრობებს სწავლობ” – ეუბნებოდნენ მას და მიაჩნდათ,რომ მისი ოცნება გიჟურ მეცნიერებასთან უფრო იყო ახლოს, ვიდრე სიმართლესთან.
ფოლკმენი ყურადღებას არ აქცევდა მისი საქმიანობისადმი გამოწვეულ უარყოფით ემოციებს, წააწყდა უამრავ ცინიკურ დამოკიდებულებას და უინტერესობას სხვა ექიმთა და მეცნიერთა მხრიდან. ერთ–ერთ პრეზენტაციაზე, ნახევარი აუდიტორია დაცარიელდა და ერთ–ერთი დამსწრის ხმაც მოესმა. “ის უბრალოდ ქირურგია” (დამსწრე გულისხმობდა,რომ მას სიმსივნის ზრდისა და განვითარების შესახებ არაფერი გაეგებოდა).
თუმცა ექიმს ყოველთვის სჯეროდა ,რომ მის შრომას შეეძლო წინ აღდგომოდა ამ უკურნებელ დაავადებას. მართლაცდა, 1980 წელს ფოლკმენმა და მისმა თანამოაზრეებმა შეძლეს თავიანთი ოცნების განხორციელება და დღეს ასი ათასობით კიბოთი დაავადებული იღებს სარგებლობას იმ უდიდესი შრომისგან, რაც ექიმმა ამ საქმეში ჩადო. მისი ღვაწლი მედიცინაში მიიჩნევა,როგორც ერთგვარი დასაწყისი და საფუძველი კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში.
“არსებობს ოქროს შუალედი შეუპოვრობასა და სიჯიუტეს შორის.საიდუმლო მდგომარეობს იმაში,რომ სწორად აირჩიო პრობლემა,რომელიც შენი შეუპოვრობის ღირსია ” – გვეუბნება ექიმი ფოლკმენი.