Skip to content

ბიჭუნას შეხვედრა ღმერთთან

იყო და არა იყო რა… იყო ერთი პატარა ბიჭი, რომელსაც ღმერთთან შეხვედრა ძალიან სურდა. იცოდა, რომ მისგან დიდი ხნის სავალი გზა აშორებდა, ამიტომაც მოამზადა ჩემოდანი, ჩააწყო ტკბილეული და სამგზავროდ კარგად მომზადებული წავიდა. გზად მოხუც ქალს შეხვდა, რომელიც პარკში იჯდა და მტრედებს მიშტერებოდა. ბიჭი მოხუცის გვერდით ჩამოჯდა და ჩემოდანი გახსნა. ამოიღო ტკბილეული და გემრიელად შეექცეოდა. როდესაც ქალს მშიერი გამომეტყველება შეამჩნია, თავისი ტკბილეული შესთავაზა. ქალმა მადლიერებით მიიღო და გაუღიმა. ბიჭს კიდევ უნდოდა მისი მშვენიერი ღიმილის  დანახვა და ამჯერად სასმელი შესთავაზა. ქალმა კვლავ გაუღიმა. ბიჭი აღფრთოვანდა! მთელ დღეს ისხდნენ, მიირთმევდნენ და ერთმანეთს უღიმოდნენ, თანაც არაფერს ამბობდნენ.

დაბნელდა. ბიჭმა დაღლილობა იგრძნო, ადგა და წავიდა. პარკს სულ ცოტათი გასცდენოდა, როდესაც გაჩერდა, მიმოიხედა, შემდეგ მოხუცთან დაბრუნდა და ჩაეხუტა. ქალმა საოცრად გაუღიმა. ბიჭი სახლში დაბრუნდა. მისი მხიარული გამომეტყველებით განცვიფრებულმა დედამ ჰკითხა – ,,რა მოხდა? რამ გაგაბედნიერა ასე? ’’ ბიჭმა უპასუხა – ,, მე დღეს ღმერთთან ერთად წავიხემსე.’’ სანამ დედა რამეს იტყოდა, ბიჭმა დაამატა – ,, მას ყველაზე მშვენიერი ღიმილი აქვს, რაც კი ოდესმე მინახავს.’’

მოხუციც ასევე მხიარული გამომეტყველებით დაბრუნდა სახლში. მისი მშვიდი გამომეტყველებით გაოცებულმა შვილმა ჰკითხა – ,, დედა, რამ გაგაბედნიერა ასე? ‘’ ქალმა უპასუხა, დღეს პარკში ღმერთი ვნახე… ის გაცილებით ახალგაზრდაა, ვიდრე ველოდი.’’

მორალი: ღმერთი ყველგან არის. იმისთვის რომ ღმერთი შევიგრძნოთ, სხვებისთვის ბედნიერების გაზიარება, ღიმილის მინიჭებაც საკმარისია.

მოამზადა – სალომე ლეკიშვილმა