Skip to content

ბიზნესის დაწყების ხელოვნება

ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ფულის შოვნის იდეა ასოცირდება ბიზნესთან. აქედან გამომდინარე ჩნდება კითხვა: დედამიწაზე არსებობს ისეთი ადამიანი რომელსაც არ სურს დაკავდეს საკუთარი ბიზნესის საქმიანობით? რა თქმა უნდა არა, ასეთი ადამიანი არ არსებობს. ინდივიდს ურჩევნია თავად გახდეს ლიდერი და არ იყოს უფროსზე დამოკიდებული.

ადამიანს უჩნდება ინსტიქტი დაეუფლოს ბიზნესის დაწყების ხელოვნებას, რათა გახდეს მინიმუმ ბიზნესმენი და მაქსიმუმ “ბიზნესის მამა”. ფაქტია, რომ მხოლოდ იღბალს ვერ დავაბრალებთ ქართველი ბიზნესმენების მულტიმილიონერობას, აშკარაა, რომ საკმაოდ კარგად ფლობენ ბიზნესის ხელოვნებას.

ერთ-ერთი უმდიდრესი კვების ინდუსტრიის მაგნატი დავით იაკობაშვილია. მისივე განაცხადით, იგი თავიდან ღორებით ვაჭრობდა და შემდეგ სალონი გახსნა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი ტურისტული ბიზნესი მოსინჯა. ეს კი საკმაოდ კარგი ფაქტია რათა საზოგადოებამ ნათლად დაინახოს,რომ შესაძლებელია წარმატების მოპოვება 0 % დან დაიწყო და 100 % ს მიაღწიო..

გთავაზობთ ბიზნესის დაწყების სტრატეგიებს :
1. მოახდინეთ ბაზრის მარტივი ანალიზი.
2. განსაზღვრეთ, რა სახის მომსახურების შეთავაზება შეგიძლიათ.
3. სწორად შეაფასეთ კონკურეტები და თქვენი პოზიციები ბაზარზე.
4. დაამყარეთ ურთიერთობა პროფესიონალებთან.
5. შეისწავლეთ სამართებლივრი გარემო.
6. შეაფასეთ თქვენი ბიზნესის მომგებიანობა.
7. სწორად შეაფასეთ თქვენი წარმატების ძირითადი ფაქტორები.
8. შეადგინეთ ბიზნეს გეგმა.
9. მოიძიეთ ფინანსური რესურსი.
10. დააფუძნეთ საწარმო.

ბიზნესის ხელოვნების დასაუფლებლად საწყის ეტაპზე აუცილებელია პიროვნებამ განსაზღვროს საკუთარი შესაძლებლობები. როგორც ჰერბერტ კესონი ამბობს: “ბიზნესი უნდა აკეთო შენი კაპიტალის ჩარჩოებში.სხვა შემთხვევაში შესაძლებელია გაკოტრება.როცა ადამიანი ბიზნესს იწყებს და მხოლოდ საკუთარ თავს ენდობა, ჩვეულებრივ თავდაჯერებულობა მეტი აქვს ვიდრე ცოდნა,აი რატომაა მისი გაფრთხილება საჭირო რომ შეზღუდოს თავისი ბიზნესი არსებული კაპიტალის

ზომით.იმიტომ, რომ იგი როგორც წესი აზვიადებს თავისი საქონლის მოსალოდნელ გასაღებას და შესაბამისად მოგებას.”

გამოყენებული ლიტერატურა: პროფესიული ორიენტაცია,საკუთარი ბიზნესის დაწყება და მართვა. ჰერბერტ კესონი ბიზნესის წარმატების წესი №2