Skip to content

რკინიგზელი / The Railway Man

რკინიგზელი ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული ფილმია,რომელიც ერიკ ლომაქსის ბესთსელერი ავტობიოგრაფიული წიგნის მიხედვით გადაიღეს. ფილმი მოგვითხრობს ბრიტანელი ჯარისკაცის ისტორიას, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონელებმა დაატყვევეს და წლების მანძილზე რკინიგზის ხაზის მშენებლობაზე იძულებით მუშაობდა. იაპონელები ტყვეებს კლავდნენ და საშინლად აწამებდნენ, გადატანილმა მოვლენებმა გადარჩენილთა ფსიქიკა გარკვეულწილად შეარყია, ისინი გათავისუფლების შემდეგაც ვერ ახერხებდნენ ნორმალურ ცხოვრებაში დაბრუნებას.

მოგვიანებით ერიკ ლომაქსი შეიტყობს, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი მწამებელი, იაპონელი თარჯიმანი ტაკაში ნაგასი, ცოცხალია და შურისძიებას გადაწყვეტს.

წიგნს, რომლის მიხედვითაც ფილმი შეიქმნა კრიტიკოსებმა “წამებისა და შერიგების ექსტრაორდინალური ისტორია” უწოდეს. მართლაც, ეს არის არაჩვეულებრივი ისტორია გმირობის, ადამიანობის, პატიებისა და სიყვარულის ძალის შესახებ.