Skip to content

ცისნამი საყვარლიშვილი – #წარმატება არის…

ცისნამი საყვარლიშვილი – ისტორიკოსი, პოლიტოლოგი

წარმატება ჩემთვის არის იდეა, რომ ყველა შეიძლება გახდეს ვინმე. მაგალითად იყო ჩვეულებრივი ადამიანი და გქონდეს იმის ამბიცია, რომ წინ წაიწიო, სულ მოძრაობდე, არ მოდუნდე, არ დანებდე ცხოვრებისეულ სირთულეებს, ცხვირი არ ჩამოუშვა, რქებით მიაწვე ცხოვრებას და შენი გაიტანო. წარმატება შეიძლება ერთ დღეს მოფრინდეს და უცებვე გაფრინდეს, მთავარია ეს “დრაივი” არ დააგდო, სულ მოქმედებაში იყო, სულ ახლის აღმოჩენაში, სულ რაღაცის სწავლაში. ნებისმიერი ადამიანი შეიძლება იყოს წარმატებული ნებისმიერ საქმეში. მთავარია ის აკეთო, რისი კეთებაც გულით გინდა და ბედნიერებას განიჭებდეს ეს საქმე. გქონდეს მიზანი, იბრძოლო ამ მიზნისთვის, არ გადაუხვიო ამ გზას და ნელ-ნელა აღწევდე წარმატებას, ყველაზე დიდი სიამოვნებაა.
ჩემს ცხოვრებაში ჩემი პირველი წარმატება იყო, როდესაც ერთი ჩვეულებრივი პროვინციელი გოგო, რომელიც ბევრს სწავლობდა, კითხულობდა და არც ერთ საგანში არ ემზადებოდა გახდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი.
მეორე წარმატება, როდესაც ფლორენციის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გავხდი. როდესაც ადგილობრივ მთავრობაში დავიწყე მუშაობა, იტალიაში და პირველი ქართველი ვიყავი საემიგრაციო სამსახურში.
მესამე წარმატება, რომელსაც ყველაზე ტკბილი გემო ჰქონდა, როდესაც საკუთარი ბინა შევიძინე, შემდეგ კიდევ ერთი, შემდეგ მიწა, ნაკვეთები და კაპიტალი დავაგროვე, საკუთარი მუხლჩაუხრელი შრომით.
მეოთხე წარმატება, რომ ამერიკაში ვცხოვრობ, ვცდილობ არაფერს ჩამოვრჩე, ყველგან მე ვიყო და ჩემს შემდეგ წარმატებას მალე გაიგებთ, ახლა არ ვიტყვი, იანვრამდე მოიცადეთ.
ყველას შეგვიძლია ვიყოთ წარმატებული, ბედნიერი, ლაღი და ხალისიანი თუკი საკუთარ შესაძლებლობების დავიჯერებთ. არასდროს არ უნდა დაველოდოთ სხვას, მუდამ უნდა გჯეროდეთ საკუთარი თავის. ჩვენ უფრო მეტი შეგიძლიათ ვიდრე წარმოგვიდგენია, ჩვენ ხშირად უბრალოდ ბოლომდე არ ვიყენებთ ჩვენს შესაძლებლობებს.
გისურვებთ წარმატებებს.
სიყვარულით,
ცისნამი