Skip to content

თიკო მჟავანაძე – #წარმატებაარის…

თიკო მჟავანაძე – PR მენეჯერი

ჩემთვის წარმატებულია ალბათ ყოველი ის დღე, რომელმაც გამოცდილება და ცოდნა შემძინა, დღე როდესაც ემოციებმა და შთაბეჭდილებებმა ამავსო;
არ ვიცი რომელი უფრო მეტად მნიშვნელოვანია პატარ-პატარა, ნაბიჯ-ნაბიჯ მიღწეული წარმატება თუ გარეშე თვალისათვის დასანახი შედეგები? მაინც მგონია, რომ წარმატება  არის შედეგი, რომლიც შენს სამყაროს ზრდის და თვალსაწიერს აფართოებს.
და ერთსაც დავძენ, მხოლოდ ნეგატიურისა და უარყოფითის გაღვივებით ნუ დავუკარგავთ ადამიანებს სურვილს იყვნენ განსხვავებულები და ორიგინალურები, რაც  წარმატების საწინდარია!