Skip to content

ანი კავლელიშვილი -#წარმატება არის…

ანი კავლელიშვილი – „ბლექ სი არენას“ დირექტორი, „Salon 58“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი

რაღაც შეიცვალა… შეიცვალა კარგისკენ. ქალებმა წარმატების სიყვარული ვისწავლეთ. ვიპოვეთ გზები მისკენ სავალი ან ხიდები ჩვენ თვითონ გავდეთ.
წარმატება ეს ჯილდოა. ჯილდო დიდი შრომის, სიმამაცის, დაუზარელობისა და მიზანდასახულობისთვის.
არ გტოვებს თუ ყოველ დღე იბრძვი მოპოვებული წარმატების შესანარჩუნებლად და მის გასაუმჯობესებლად.
ის პრინციპებისა და კომპრომისების ჰარმონიაა.
იშვიათად მოდის დაუმსახურებლად. საკმარისია დაივიწყო ის და შეუმჩნევლად გეცლება ხელიდან.
ყოველ ახალ დღეს და ყოველ გადადგმულ ნაბიჯს აქვს შანსი იყოს წარმატებული, ან იქცეს დიდი წარმატების საფუძვლად. და მაშინ, როცა მის მოსაპოვებლად წახვალთ არ აარიდოთ თვალი რისკს, კარგად ჩახედეთ თვალებში და შეიცანით ის.
არ დაემალოთ შიშს – გაიაზრეთ და დაძლიეთ ის.
არ შეგეშინდეს წარუმატებლობის, ის რომ არა წარმატებაც არ იარსებებდა!

რა ძნელია საკუთარ მიღწევებზე საუბარი… თითქოს გეშინია თქვა, რომ წარმატებული ხარ. თითქოს ეს შენს თავს არ ხდება. გეშინია ერთ დღეს მარგალიტის მძივივით არ დაგეფანტოს. იცი რომ სიმაღლიდან დაცემა უფრო მტკივნეულია და თავს არიდებ იმაზე საუბარს, რომ უკვე წარმატებული ხარ…
ჩემი ცხოვრების მთავარი წარმატება ის ნდობაა, რომელმაც თქვენამდე მომიყვანა.
ვფიქრობ მასზე და მგონია, რომ ფასდაუდებელია ჩემს გუნდთან ერთად მიღწეული წარმატებები. მათთან ერთად მიღებული ათასი მადლობა და სიყვარული.