Skip to content

ბიზნესად  ქცეული ლირიკა – ჰასკი მოტოპარკის წარმატების ისტორია

„ლაღი მთა და მდელო, ლაღი მიმოქცევა ცად შორის „- მურმან ლებანიძე.
„სამშობლოს მთებო თქვენი შვილი განებებთ თავსა „ – ილია ჭავჭავაძე.
გრიგოლ აბაშიძე კი წერს:

თვითონ არ ვიცი, ასე რად ხდება,

სადაც კი ვნახავ ლამაზ მთა-გორებს,

სადაც ლამაზი მთა-ბარი მხვდება,

      ჩემს საქართველოს რატომ მაგონებს.

ალბათ არ მოიძებნება ისეთი ქართველი და არა მარტო ქართველი, ყველა ვინც კი საქართველოშია ნამყოფი, ალექსანდრე დიუმათი დაწყებული და დღევადელი ტურისტებით დამთავრებული, რომელიც საქართველოს მთა გორიანი ლანდშაფტით არ აღფრთოვანებულიყო. არიან ისეთებიც, რომელთა მხიდან აღფრთოვანებას პესიმიზმიც მოყვება ხოლმე, მაგალითისთვის კოტე ყუბანეიშვილის სტროფი გამოდგება:

აქ უამრავი მთა და მდელოა

ზედ კი ყვავილი მრავალნაირი,

ეს პაწაწინა საქართველოა

შანსი რომ არ აქვს არანაირი.

აღმოჩნდა, რომ „შანსი“ სწორედ მთა და მდელოშია და არა უბრალოდ „შანსი“, არამედ შესაძლებლობების ზღვა საერთაშორისო მაშტაბით.

საინტერესო ის არის, რომ, რაც აქამდე ლირიკა იყო, აღფრთოვანების ემოცია, გაოცების საგანი და ზოგისთვის პესიმიზმის საფუძველიც, შეიძლება ბიზნესად იქცეს. ქართულ რეალობაში არსებობენ ადამიანები, რომლებმაც საქართველოს გეოგრაფიული თავისებურება, ჩვენი ქვეყნის ცალსახა გამოკვეთილი მოწონების წყარო გააბიზნესეს.

გიორგი ოთიაშვილი (ჰასკი მოტოპარკის დამფუძნებელი): „ჩვენი მომსახურება  ექსტრემალური ტურიზმის კატეგორიაში გადის. მთელ მსოფლიოში მოიძებნებიან ისეთი ადამინები, ვისაც კულტურულ ძეგლებზე, კულინარიაზე ა.შ. მეტად ენდურო და ოფროუდ ტურები აინტერესებთ. ჩვენი მიზნობრივი ჯგუფი სწორედ ასეთი ხალხია და  ჩვენ მათ ვთავაზობთ მოტოციკლებითა და  ბაგებით საქართველოს მთა-ბარის მონახულებას.“

ასე გამოიყურება თავგადასავლების მოყვარულთა სამოთხე. ჰასკი მოტოპარკთან ერთად ერთი წამი არ გექნებათ იმისათის, რომ მოიწყონო. ეს თავისუფლების შეგრძნების საშუალებაა, რადგან „თავისუფლება მთაშია“.
გიორგი ოთიაშვილი: „გარდა ექსტრემალური ტურებისა ჩვენ ასევე გვაქვს ენდურო მოტო სკოლა, სადაც მოტოციკლის მართვის სწავლაა შესაძლებელი. ასევე მოტოციკლების გაქირავების სერვისი, ენდურო-კროსის ტრასა, ჰასკის კაფე, გარაჟი მოტოციკლებისა და ბაგებისთვის. ამასთან, ჩვენივე ტერიტორიაზე განთავსებულია მაღაზიაც, სადაც შესაძლებელია ავსტრიული წარმოების Husqvarna-ს ბრენდის მოტოციკლებისა და აქსესუარების შეძენა”

ჰასკი მოტორპარტი თიბისი ბანკის „ბიზნესდაჯილდოება 2017-ის“ ტურიზმის კატეგორიის ფინალისტია. კომპანია ერთგვარი ტურისტული ცენტრია დსთ-ს სივცეში ექსტრემალური ტურიზმის მოყვარებისათვის. ვიზიტორების ნაკლებობას ევროპის ქვეყნებიდანაც არ განიცდის, ამ მხრივ განსაკუთრებულად ფინელები და გერმანელები აქტიურობენ.
გიორგი ოთიაშვილი:  „ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ტურისტების უკაკავშირს, მათი კმაყოფილება ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშნელოვანია. მომსახურების მაღალი ხარისხის გარდა, სტუმრები მუდმივად გამოხატავენ კმაყოფილებას საქართველოს ბუნების მიმართ. ისინი ხშირად აღნიშნავენ, რომ ჩვენთან იდეალური რელიეფია ამ სპორტის სახეობის მოყვარულთათვის“.