Skip to content

როგორ მოვიპოვოთ ჰარმონია – ფსიქოლოგი რენატა ცომაია

ჰარმონია უპირველეს ყოვლისა არის შინაგანი კომფორტისა და კმაყოფილების შეგრძნება. ეს მიიღწევა მაშინ როდესაც ადამიანი იქცევა მისი სიღრმისეული ღირებულებების და არა გარე სტერეოტიპების მიხედვით და მიაჩნია, რომ მისი ქცევა შეეფერება მისი ცხოვრების დანიშნულების სუბიექტურ შეგრძნებას. მაგალითად, თუ ქალი გრძნობს, რომ მისი დანიშნულება დიასახლისობაა და ის სიამოვნებას იღებს მისი ყოველდღიური საქმეების კეთების დროს – ის წარმატებულია. ეს შეგრძნება ჰგავს ოკეანეს ფსკერს, სადაც ყოველთვის სიმშვიდეა, თუმცა ამ დროს ზედა ფენებში შეიძლება იყოს მღელვარება. ამ მღელვარებაში იგულისხმება ყოველდღიური ამოცანები, რომლებიც დგანან ადამიანის წინაშე და რომლის გამოც ის შეიძლება დროებით დაიძაბოს.
ჰარმონიას მოსაპოვებლად საჭიროა ძიება, კითხვების დასმა საკუთარ თავში: ვინ ვარ მე და რა არის სწორი ჩემთვის? შეგვიძლია წარმოვიდგინოს საკუთარი თავი ხანდაზმულ ასაკში და ვუპასუხოს კითხვაზე; იმ დროს რა შემთხვევაში ვიქნები კმაყოფილი ჩემი ცხოვრებით? მიმიყვანს თუ არა ჩემი ყოველდღიური საქმეები იმ სასურველ სურათამდე 80 წლის ასაკში? საერთოდ, ჰარმონიის საუკეთესო ინდიკატორია – ემოცია და შეგრძნება სხეულში. ეს ორი არასოდეს შეგვიყვანს შეცდომაში აზრებისგან განსხვავებით.
რეალურად, რაც უფრო მეტი გამოცდილება აქვს ადამიანს სხვადასხვა სიტუაციაში, მით უფრო გაუადვილდება ჰარმონის პოვნა. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან აგრეთვე ხელს უწყობს ამ პროცესს. თუმცა, თუ ადამიანი გრძნობს, რომ ის ძებნის მდგომარეობაში იმყოფება, პასუხი თავის კითხვაზე იპოვოს ყველგან: ფილმის ყურებისას, ყურმოკრულ ფრაზაში, ქუჩაში შემთხვევით გაგონელ საუბარში, თუ ადამიანს ეძებს პასუხებს ის ადრე თუ გვიან ყოველთვის იპოვის პასუხს.