Skip to content

თეა თაბაგარი – #წარმატებაარის…

თეა თაბაგარი – პალიტრა მედია ჰოლდინგის ინტერნეტ მიმართულების გაყიდვების ხელმძღვანელი

წარმატება ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალური ცნებაა,თუმცა ხშირ შემთხვევაში, როდესაც წარმატებულ ადამიანს წარმოიდგენენ ხოლმე, თვალწინ უდგებათ პერსონა საბანკო ანგარიშზე ბევრი ფულით, დიდი გავლენით, სოციალური სტატუსით. ჩემთვისა წარმატება ნაწილობრივ რა თქმა უნდა ასოცირდება სოციალურ სტატუსთან, თუმცაღა მაინც მგონია რომ წარმატებაა ყველა ის მცირე წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელსაც ვდგავთ ყოველდღიურად.

წარმატების მიღწევა მარტივია, როდესაც გჯერა მიზნის, ოცნებობ, ნათლად ხედავ წარმატებისკენ მიმავალ გზას, გეგმავ როგორ მიაღწიო მიზანს, არ გეზარება შრომა, შესაბამისი ცოდნის დაგროვება ამ მიზნისთვის და რაც მთავარია სიამოვნებას იღებ შედეგით.

ყველაზე დიდ წარმატებად მიმაჩნია ოჯახი რომელიც მყავს. ჩემი მეუღლე რომელიც ჩემი საუკეთესო მეგობარია, მეგობრები რომლებიც სულ მეიმედებიან. ყველაფერი სხვა დანარჩენი მეორეხარისხოვანია. თუ ეს მხარდაჭერა არ გაქვს ძალიან რთულია რამეს მიაღწიო. გვერდით გჭირდება ადამიანი, რომელიც მუდმივად შენს გვერდით იქნება, მუდმივად დაგაიმედებს და მოგცემს სტიმულს აკეთო იმაზე მეტი ვიდრე გგონია რომ შეგიძლია.