დედამიწას უდიდესი კატასტროფის ემუქრება, ადამიანები გრძნობების დაკარგვის საშიშროების წინაშე დგანან. ვირუსი ნელ-ნელა ვრცელდება და ადამიანებიც რიგრიგობით კარგავენ გრძნობებს. და რა დარჩება ბოლოს? ალბათ, მხოლოდ ერთი სრულყოფილი გრძნობა, რომლის შესახებაც ფილმი მოგვითხრობს.
“ახლა ბნელა მაგრამ ისინი ერთმანეთის სუნთქვას გრძნობენ. მათ ყველაფერი იციან, რისი ცოდნაც აუცილებელია. ისინი კოცნიან ერთმანეთს, ერთმანეთის ცრემლს გრძნობენ. და რომ დარჩენილილიყო ვინმე ვინც მათ დანახვას შეძლებდა, იფიქრებდა, რომ ხედავდა ჩვეულებრივ შეყვარებულებს, რომლებიც ერთმანეთს ეფერებიან. სხეულები გვერდიგვერდ, თვალები დახუჭული და ვერ ამჩნევენ ირგვლივ სამყაროს. იმიტომ რომ ასე გრძელდება ცხოვრება.ასე.”