Skip to content

ოშო: “საგნები, რომლებიც მხოლოდ მთლიანობაში აღიქმება”

თუ გახსნით თესლს, მასში ვერ იპოვნით ხეს და შეგიძლიათ თქვათ, რომ ხე არ არსებობს. ადამიანები ცდებიან, როდესაც ამბობენ, რომ უზარმაზარი ხე დამალულია თესლში. იქ კი, ვერაფერს პოულობენ. ასე იქცევიან ანალიტიკოსებიც. მათ რომ ლამაზი ყვავილი ანახოთ, ლაბორატორიაში წაიღებენ, დაანაწევრებენ, ცალ-ცალკე ანალიზს ჩაუტარებენ, მოათავსებენ ქილებში და სილამაზეს დაუწყებენ ძებნას. მაგრამ ის არცერთ ქილაში არ იქნება. შემდეგ ისინი გამოვლენ ლაბორატორიიდან და გეტყვიან: სილამაზე მხოლოდ ილუზიაა, მასში ვერ ვიპოვნეთ ვერანაირი სილამაზე.

არის საგნები, რომლებიც მხოლოდ მთლიანობაში აღიქმება. მათი დანაწევრება არ შეიძლება, რადგან ისინი აღემატებიან ნაწილს. ეს ჭეშმარიტების მაძიებელთა დიდი პრობლემაა. ჭეშმარიტება უფრო დიდია, ვიდრე მისი ერთად აღებული ყველა ნაწილი. მელოდია მხოლოდ ნოტებისა და ბგერების ერთობლიობა კი არ არის, არამედ ის ბევრად უფრო მეტია. როცა ყველა ნოტი ერთად არის თავმოყრილი, იქმნება ჰარმონია, რაც ცალკეულ ნოტებს არ გააჩნიათ. როცა მე თქვენთვის ვლაპარაკობ, შეგიძლიათ ჩემს მიერ წარმოთქმული წინადადებები სიტყვებად დაჰყოთ. თითოეულ მათგანს ლექსიკონში იპოვნით, მაგრამ ვერ მიპოვნით მე!

“მდოგვის მარცვალი”