ქორწინებიდან 30 წლის შემდეგ, ხანში შესული და ცხოვრებით უკმაყოფილო კაცი, რომელსაც სურს მოვალეობის მოხდის მიზნით მიულოცოს ცოლს შეუღლების თარიღი, ყვავილების მაღაზიაში ახალგაზრდა ბიჭს აკვირდება. რასაც კაცი იხილავს სრულიად შეცვლის მის დამოკიდებულებას ქორწინებისა და ცხოვრების მიმართ. კაცი სამყაროს იმ კუთხით დაუწყებს ყურებას, რომელზეც აქამდე არ ფიქრობდა.