მარტოხელა მოხუცი კაცი, მინესოტის შტატის ერთ პატარა ფერმაში ცხოვრობდა. გაზაფხულზე კაცმა პომინდვრის დათესვა მოინდომა, თუმცა ჯანმრთელობა ხელს აღარ უწყობდა. კაცის ერთადერთი დამხმარე შვილი ციხეში იჯდა. კაცმა წერილი მისწერა შვილს, სადაც თავის მდგომარეობის შესახებ უყვებოდა:
“ძვირფასო შვილო,
თავს ცუდად ვგრძნობ, რადგან ამ წელს პომიდვრის მოყვანას ვეღარ შევძლებ. გული მწყდება, რადგან დედაშენს ყოველთვის უყვარდა ბაღში ფუსფუსი, აყვავებული ნერგები კი ყოველთვის მის თავს მახსენებს. ბაღში მუშაობისთვის ძალიან მოხუცი ვარ. შენ რომ ჩემთან იყო ყველა ჩემს ტკივილს ბოლო მოეღებოდა. ვიცი არ დაგეზარებოდა ნაკვეთის დამუშავება, ციხეში რომ არ იყო.
სიყვარულით,
მამა”
ძალიან მალე კაცმა შვილისგან ტელეგრამა მიიღო: “ღვთის გულისათვის, ხელს ნუ ახლებ ნაკვეთს. იქ იარაღი დავმალე..”
დილის ოთხ საათზე, FBI-ის უამრავმა აგენტმა და პოლიციელმა მოიყარა კაცის ბაღში თავი. მათ მთლიანად გადათხარეს ბაღი, თუმცა იარაღი არ უპოვნიათ.
შემცბარმა კაცმა, მეორე წერილი მისწერა შვილს. ეკითხებოდა თუ რა მოხდა და როგორ მოქცეულიყო.
შვილმა უპასუხა: “მამა, ახლა შეგიძლია დარგო ბაღში პომიდორი. სხვაგვარად არ შემეძლო აქედან დახმარება.”
არა აქვს მნიშვნელობა, ვინ ხარ და სად ხარ. თუ გულით გსურს ვინმეს დახმარება, აუცილებლად გამოგივა.