Skip to content

10 ცხოვრებისეული გამონათქვამი არისტოტელესგან

1. ყველაზე დიდი რამ, რაც მცირეში არის მოთავსებული – საღი გონებაა ადამიანის სხეულში.

2. ბედნიერების მიღწევა ადამიანის ცხოვრების მიზანი და მნიშვნელობაა, ადამიანის არსებობის ყველაზე მთავარი სურვილი.

3. არის ისეთი სამსახურები, სადაც ადამიანებს არ შეუძლიათ უმწიკვლონი იყვნენ.

4. საკუთარი თავის შეცნობა ყოველგვარი სიბრძნის დასაწყისია.

5. მხოლოდ მას მივიჩნევ გაბედულად, ვინც სურვილებს სძლევს და არა საკუთარ მტრებს. ყველაზე რთული ტრიუმფი საკუთარ თავზე გამარჯვებაა.

6. გაიძვერას სინდისი რომ გაუღვიძო, სილა უნდა გააწნა.

7. განათლებული ადამიანი გაუნათლებელისაგან იმდენად განსხვავდება, რამდენადაც ცოცხალი კაცი გარდაცვლილისაგან.

8. შენ ვერაფრის გაკეთებას შეძლებ ამ ქვეყნად გამბედაობის გარეშე. ღირსების შემდეგ გამბედაობა გონების ყველაზე დიდი თვისებაა.

9. გაბრაზება ყველას შეუძლია, ეს ძალზე იოლია, მაგრამ გაბრაზება მასზე ვიზეც საჭიროა, როცა საჭიროა და იმ მიზეზით, რომლითაც საჭიროა, ყველას არ შეუძლია.

10. სათანადო მორალური საფუძვლების გარეშე ადამიანი ხდება ყოვლად უკაცური და მხეცური,მდაბალი, თავისი სქესობრივი და გემოვნების ინსტინქტების ამყოლი.