Skip to content

ეფექტიანი საჯარო პოლიტიკის შვიდი პრინციპი

ავტორი: ლოურენს რიდი – ეკონომიკური განათლების ფონდის პრეზიდენტი

რედაქტორი: გივი კუპატაძე – ეკონომიკის მკვლევარი

ინტერნეტ ჟურნალი “4 მოტივი” გთავაზობთ ეკონომიკის მკვლევარ გივი კუპატაძის მიერ მომზადებულ სტატიების კრებულს ლოურენს რიდის „ეფექტიანი საჯარო პოლიტიკის შვიდი პრინციპის“ შესახებ.
“ეფექტიანი საჯარო პოლიტიკის შვიდი პრინციპი” წარმოადგენს თავისუფალი ეკონომიკის ფუნდამენტს, რომელიც სიტყვის სახით წარმოთქვა ლოურენს რიდმა

გივი კუპატაძე – ეკონომიკის მკვლევარი

დეტროიტის ეკონომიკური კლუბის შეხვედრაზე, რის შემდეგაც ამ მოხსენებამ ძალიან დიდი გამოხმაურება და მოწონება დაიმსახურა. იგი ითარგმნა თორმეტ ენაზე და ახლა უკვე ხელმისაწვდომი იქნება ქართველი მკითხველისთვისაც. ვფიქრობთ, რომ საქართველოს მომავლით დაინტერესებული ადამიანებისათვის ერთგვარ აუცილებლობას წარმოადგენს ამ ნაშრომის გაცნობა, რადგან უკეთესად დავინახოთ ეკონომიკური პოლიტიკის პოტენციური შედეგები. ჟურნალი 4მოტივი დიდ მადლობას უხდის ეკონომიკის მკვლევარ გივი კუპატაძეს „ეფექტიანი საჯარო პოლიტიკის შვიდი პრინციპის“ თარგმნის, რედაქტირებისა და გამოსაქვეყნებლად მოწოდებისათვის. 4მოტივი აღნიშნულ ნაშრომს ანალიტიკის კატეგორიაში გამოაქვეყნებს შემდეგი თანმიმდევრობით: მიმდინარე კვირა: პირველი და მეორე პრინციპი; მეორე კვირა – მესამე, მეოთხე და მეხუთე პრინციპი; მესამე კვირა – მეექვსე და მეშვიდე პრინციპი.
ბევრი რომ არ შეგაწყინოთ თავი, იყავით 4მოტივთან ერთად და გაატარეთ მომდევნო სამი კვირა ნაყოფიერად.
“ეფექტიანი საჯარო პოლიტიკის შვიდი პრინციპი” , რომელიც მსურს გაგიზიაროთ, წარმოადგენს თავისუფალი ეკონომიკის საფუძვლებს. ჩვენი შეხედულებები შეიძლება განსხვავდებოდეს იმასთან მიმართებაში, თუ როგორ შეიძლება მივუსადოგოთ თითოეული მათგანი კონკრეტულ საკითხს, მაგრამ თავად პრინციპები, მჯერა, რომ დადასტურებულ სინამდვილეს წარმოადგენენ.
მსმენელებმა გააცნობიერეს, რომ შეხედო საკითხს გახსნილი გონებით არ ნიშნავს, რომ შეხედო საკითხს ცარიელი გონებით. ყველაფრის შემდეგ, საუკუნეების განმავლობაში მცირე რამ მაინც ვისწავლეთ. ის, რომ ვეთანხმებით მოსაზრებას მზის აღმოსავლეთიდან ამოსვლის შესახებ, არ არის უვიცი დაყოლიების შედეგი, რომელიც განხილვის გარეშეა აღიარებული. რწმენა, რომ წარმომადგენლობითი რესპუბლიკა სჯობია ნებისმიერ დიქტატურასა თუ მონარქიას, არ არის იდეოლოგიის ბრმად აღიარების შედეგი. ზოგადი ვარაუდი, რომ კერძო საკუთრება და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა სჯობია სახელმწიფო საკუთრებასა და ცენტრალურ დაგეგმვას უკვე აღარ წარმოადგენს უბრალო მოსაზრებას, არამედ იგი არის დადასტურებული სინამდვილე იმ ადამიანებისათვის, რომლებიც აფასებენ მიზეზს, ლოგიკას, ფაქტებს, სიცხადეს, ეკონომიკასა და გამოცდილებას.
ეს პრინციპები არ არის ჩემი მოგონებული, მე უბრალოდ ერთად მოვუყარე მათ თავი. ისინი არა მხოლოდ თავისუფალი ეკონომიკის საფუძვლებია ან დადასტურებული სინამდვილე, არამედ განვითარების რეალურ ფუნდამენტს წარმოადგენენ. ჩემი თვალსზრისით, თუ ყოველი ქვეყნისა და ფედერალური მშენებლობის საფუძველი ეს პრინციპები იქნება – და უფრო მეტიც, თუ ყოველი კანონმდებელი გაიგებს და შეეცდება, რომ დაიჯეროს ისინი, მაშინ უფრო ძლიერები, უფრო თავისუფლები, უფრო წარმატებულები და ბევრად უკეთესად ორგანიზებული ხალხი ვიქნებით.

პირველი

თავისუფალი ხალხი არ არის თანასწორი და თანასწორი ხალხი არ არის თავისუფალი.

პირველ რიგში, ნათლად უნდა წარმოვადგინო, თუ რა სახის „თანასწორობას“ ვგულისხმობ ამ წინადადებაში. არ ვგულისხმობ კანონის წინაშე თანასწორობას – ცნებას, რომლითაც უნდა მოხდეს შენი უდანაშაულობის ან დანაშაულში ეჭვმიტანილობის გასნჯა, მიუხედავად იმისა ჩაიდინე თუ არა ის და როცა შენს რასას, სქესს, სიმდიდრეს, კრედოს ან რელიგიას არაფერი საერთო არ ექნება შედეგთან. ეს არის დასავლური ცივილიზაციის მნიშვნელოვანი საფუძველი და თუმცა ხშირად ვუშვებთ შეცდომებს მასთან მიმართებაში, ვეჭვობ აქ ვინმემ იკამათოს ამ საკითხზე.
არა, „თანასწორობა,“ რომელსაც მე აქ ვგულისხმობ, ეხება შემოსავლებსა და მატერიალურ სიმდიდრეს – რაც შემოსავლის სახით მივიღეთ ან შევიძინეთ სავაჭრო მოედანზე, სამუშაოზე, ან გაცლისას. მე ვსაუბრობ ეკონომიკურ თანასწორობაზე. მოდით ავიღოთ ეს პირველი პრინციპი და გავყოთ იგი ორ ნაწილად.

თავისუფალი ხალხი არ არის თანასწორი. როდესაც ადამიანები არიან თავისუფალი გამოხატონ თავიანთი თავი, დახელოვდნენ თავიანთ მოწოდებაში, გაკეთო ის, რაც დაემარებთ საკუთარი და თავიანთი ოჯახების კეთილდღეობის გაუმჯობესებაში, ბაზარზე ვერ მივიღებთ თანაბარ შედეგებს. ადამიანები გამოიმუშავებენ მნიშვნელოვნად განსხვევებული დონის შემოსავლებს; ისინი დააგროვებენ მნიშვნელოვნად განსვავებული მოცულობის სიმდიდრეს. მიუხედევად ამ ფაქტის მიმართ არსებული საჩივრებისა და „მდიდრებსა და ღარიბებს შორის უფრსკლულზე“ დამწუხრებული საუბარისა, ვფიქრობ, რომ ადამიანებმა გამოხატონ თავიანთი თავი თავისუფალ საზოგადოებაში არის ბრწყინვალე რამ. თითოეული ჩვენთაგანი უნიკალური არსებაა, უთვალავი განსხვავებით ნებისმიერი ცოცხალი არსებისა თუ გარდაცვლილისაგან. დედამიწაზერატომ უნდა ველოდეთ თანასწორ შედეგებს ბაზარზე ურთიერთქმედებისას?

ჩვენ განვსხვავდებით ჩვენი ტალანტით. ზოგს აქვს სხვასთან შედარებით მეტი და ღირებული ტალანტი. ზოგი ვერ აღმოაჩენს საკუთარ ყველაზე ღირებულ ტალანტს გვიან ცხოვრებამდე თუ საერთოდ აღმოაჩინა. თაიგერ ვუდსი არის დიდი ტალანტის მქონე გოლფის მოთამაშე და გაუკვირდება ვინმეს თუ მე ვერასოდეს ვიშოვი იმდენ ფულს, რამდენსაც ის აკეთებს გოლფის თამაშით? უილ კელლოგს(უილ კელლოგი(1860–1951) იყო ამერიკელი ინდუსტრიალისტი და კვების პროდუქტების მწარმოებელი, რომელიც გახდა ცნობილი, როგორც The Kellogg Company -ს დამფუძნებელი – რედაქტორის შენიშვნა, წყარო wikipedia.org) 46 წლამდეარ აღმოუჩენია თავისი შეუდარებელი სამეწარმეო და მარკეტინგული ტალანტი.ის კვირაში 25 დოლარს გამოიმუშავებდა თავის უფროს ძმასთან ბათლ კრიკის სანატორიუმში მონური მუშაობით, ვიდრე არ მიმართა საკუთარ ძალებს და დააფუძნა კელლოგ კომპანი.
ჩვენ განვსხვავდებით ერთმანეთისაგან სამეწარმეო უნარით, ჩვენი მზადყოფნით მძიმე მუშაობისათვის. ზოგი მუშაუბს უფრო მძიმედ, დიდხანსა და ჭკვიანურად, ვიდრე სხვები. ეს ქმნის უდიდეს განსხვავებას, თუ როგორ აფასებენ ჩვენს შრომას სხვები და რამდენის გადახდისათვის არიან ისინი მზად ჩვენს შრომაში.
ჩვენ ასევე განვსხვავდებით დანაზოგების მოცულობის მიხედვით. მე მაინც ვამტკიცებ, რომ თუ პრეზიდენტი, როგორღაც მოახერხებს თითების დატკაცუნებით ყველა ჩვენთაგანის გათანაბრებას შემოსავლებისა და სიმდიდრის თვალსაზრისით, ხვალ ამ დროისათვის მაინც არათანასწორი ვიქნებით, რადგან ზოგიერთი ჩვენთაგანი შეინახავს თავის ფულს, ხოლო ზოგი დახარჯავს მას. ეს არის სამი მიზეზი და არსებობს მეტიც, რის გამოც თავისუფალი ხალხი ვერ იქნებიან ეკონომიკურად თანასწორი.

თანასწორი ხალხი არ არის თავისუფალი, მეორე ნახევარი ჩემი პირველი პრინციპის, რეალურად დაგვეხმარება ამ იდეის გაგებაში. მიჩვენეთ პლანეტის ნებისმიერი ადგილზე სად არიან ეკონომიკურად თანასწორი ხალხი და მე გიჩვენებთ უკიდურესად არათავისუფალ ხალხს. რატომ?

ერთადერთი გზა, რომლის დროსაც გექნებათ მცირე შანსი მთელს საზოგადოებაში შემოსავლებისა და სიმდიდრის გათანაბრებისა არის ის, რომ ყოველ ადამიანს იარაღი დაუმიზნოთ თავში. მოგიწევთ გასცეთ ბრძანებები, რომლის უკანაც იქნება გელიოტინა, ჯალათის ყულფი, ტყვიები ან ელექტრო სკამი. ბრძანებები, რომელთაც ექნებათ შემდეგი სახე: არ აჯობოთ სხვას; არ იმუშაოთ სხვაზე მძიმედ ან ჭკვიანურად; არ დაზოგო ფული სხვაზე ჭკვიანურად. არ შესთავაზო ახალი პროდუქტი პირველმა; არ უზრუნველყო ისეთი საქონლის ან მომსახურების მიწოდება, რომელიც ხალხს იმაზე მეტად ენდომებათ, ვიდრე ყველა სხვა პროდუქტი, რასაც თქვენი კონკურენტი სთავაზობს.
დამიჯერეთ, არ უნდა ისურვოთ ისეთი საზოგადოება, სადაც ასეთი ბრძანებები იქნება. კამბოდია კომუნისტური ხმერ როუჯის (ხმერ როუჯი – ასე ეწოდებოდათ კამპუჩიის კომუნისტური პარტიის მიმდევრებს კამბოდიაში – რედაქტორის შენიშვნა, წყარო wikipedia.org) რეჟიმის დროს 1970-იანი წლების ბოლოს ახლოს იყო ამ მდგომარეობასთან და შედეგი იყოს ის, რომ 2 მლნ. ადამიანზე მეტი მოკვდა 8 მლნ. ადამიანიდან. გარდა ელიტისა, რომელსაც ჰქონდა ძალაუფლება, ამ უბედური მიწის მცხოვრებლები, რომლებიც გადაურჩნენ აღნიშნულ პერიოდს, არ ცხოვროდნენ უკეთესად, ვიდრე ქვის ხანის პერიოდში.
რა არის შეტყობინება ამ პირველი მესიჯის? არ შეეწინაღმდეგოთ შემოსავლების სხვადასხვაობას, რომელიც შედეგია ადამიანების მიერ თავიანთ გზით ცხოვრებისა. თუ ის ხელონური პოლიტიკური ბარიერების შედეგია, მაშინ უნდა შეეწინააღმდეგოთ ამ ბარიერებს. მაგრამ ნუ გააკეთებთ, რომ არათანასწორი ხალხი წაიყავნოთ ჰომოგენური ხროვისაკენ. თქვენ ვერასოდეს შეძლებთ ამას და ჩაიდენთ ბევრ ცუდი შედეგის მომტან მცდელობას.
მაგალითისათვის, კონფისკატორული საგადასახადო განაკვეთები ვერ უზრუნველყოფენ ადამიანების ეკონომიკურად გათანაბრებას. ეს მოქმედებები უბრალოდ უბიძგებენ ინდუსტრიულად მოაზროვნე ან მეწარმის უნარის მქონე ადამიანებს წავიდნენ სხვა ადგილას ან სხვა სფეროში და ეს გამოიწვევს იმ ადამიანების გაღარიბებას, რომლებიც სარგებლობდნენ მათი რესურსებით. ცნობილია, რომ აბრაამ ლინკოლნმა თქვა: „თქვენ ვერ აამაღლებთ ადამიანს, სხვა ადამიანის მიწაში ჩამარხვით.“

მეორე

რაც თქვენ გეკუთვნით, მასზე ზრუნავთ. რაც არავის ან ყველას ეკუთვნის, იგი განწირულია უყურადღებობისათვის.

ეს პრინციპი ნათლად წარმოაჩენს კერძო საკურების საოცრებას. ის ხსნის მსოფლიოში სოციალური ეკონომიკების მარცხის მიზეზებს. ძველ საბჭთა იმპერიაში, მთავრობას ჰქონდა გამოცხადებული უფროსობა ცენტრალურ დაგეგმვასა და რესურსების სახელმწიფო საკუთრებაში არსებობაზე. მათ სურდათ გეუქმებინათ ან მინიმუმამდე დაეყვანათ კერძო საკუთრება, რადგან ფიქრობდნენ, რომ კერძო მფლობელობა სიხარბის გამომხატველი და არაპროდუქტიული იყო. ისინი ამტკიცებდნენ, რომ როდესაც რესურსების განკარგვაზე სახელმწიფოა პასუხისმგებელი, მაშინ რესურსების გამოყენება ყველასათვის სასარგებლოდ წარმოებს.
რასაც ერთ დროს იყო ფერმერის საკვები, ახალა გახდა „ხალხის საკვები“ და საბოლოოდ, ხალხი შიმშილმა შეაწუხა. რაც იყო ერთ დროს ფერმერის ქარხანა, ახლა გახდა „ხალხის ქარხანა“ და ხალხმა დაიწყო უხარისხო პროდუქციის წარმოება, რომლისთვისაც არ არსებობდა ბაზარი საზღვრებს გარეთ.
უკვე ვიცით, რომ ძველი საბჭოთა იმპერია ახორციელებდა ერთი ეკონომიკური კალათის (არასწორია ყველა კვერცხის ერთ კალათაში მოთავსება – რედაქტორის შენიშვნა) შემთხვევას მეორის მიყოლებითა და ერთეკოლოგიურკოშმარს მეორის მიყოლებით. გაკვეთილი სოციალიზმის განხორციელების ყველა მცდელობისა არის შემდეგი: სოციალისტებს უყვართ იმის ახსნა, რომ ომლეტის გასაკეთებლად აუცილებლად უნდა გატეხოთ კვერცხი, მაგრამ მათ არასოდეს არ გაუკეთებიათ ომლეტი. ისინი უბრალოდ ტეხავდნენ კვერცხებს.
თუ ფიქრობთ, რომ გიყვართ საკუთრების მოვლა, ექსპერიმენტისათვის წადით და იცხოვრეთ ერთი თვე სხვის სახლში და ისარგებლეთ სხვისი მანქანით. გარანტიას გაძლევთ, რომ არც მათი სახლი და არც მანქანა არ იქნება ისეთი მოვლილი ერთი თვის შემდეგ, როგორიც იქნებოდა თქვენი საკუთარი სახლი თუ მანქანა.
თუ გსურთ აიღოთ საზოგადოების შეზღუდული რესურსები და გადააგდოთ ნაგავში, ამისათვის საჭიროა, რომ დეპრივატიზაცია მოახდინოთ იმ ქონების, რომლებიც ადამიანებმა შექმნეს ან შემოსავლების სახით მიიღეს და სამართავად გადასცეთ იგი ცენტრალურ ხელისუფლებას. ერთი ხელის მოსმით შეგიძლიათ დაანგიოთ ყველაფერი. სამწუხაროდ, მთავრობები ყველა დონეზე იღებენ ისეთ კანონებს, რომლთა ეფექტი არის კერძო საკუთრების უფლების დარღვევა და საკუთრების სოციალიზაცია „სალამის“ ტაქტიკის („სალამის“ ტაქტიკა –ცნობილია, როგორც საფრთხეების დანაწევრება და ისე დაძლევა – რედაქტორის შენიშვნა, წყარო wikipedia.org) საშუალებით – ერთი ნაჭერი ერთ ჯერზე..
იხილეთ: 3,4,5 პრინციპი
იხილეთ: 6,7 პრინციპი