Skip to content

8 ფაქტი, რომელიც ამტკიცებს , რომ თქვენი ტვინი მხოლოდ თქვენ არ გეკუთვნით

ადამიანები შევეჩვიეთ იმ აზრს, რომ ჩვენი ტვინი მხოლოდ ჩვენ გვეკუთვნის და ყველა გადაწყვეტილებას თავად ვიღებთ. მაგრამ არსებობს მინიმუმ 8 ფაქტი, რომელიც საწინააღმდეგოს ამტკიცებს.

Facebook თქვენ განწყობაზე მანიპულირებს

პლანეტის უდიდესმა სოციალურმა ქსელმა ჩაატარა ექსპერიმენტი ადამიანებზე. სოციალური ქსელის ტექნიკურმა ჯგუფმა EdgeRank პარამეტრები ისე შეცვალა, რომ მომხმარებლების ერთ ნაწილს კვირის განმავლობაში მხოლოდ უარყოფითი ხასიათის პოსტებზე ჰქონდათ წვდომა, ხოლო მეორე ნაწილს დადებითზე. აღმოჩნდა, რომ იმ ადამიანების პოსტები, რომლებსაც ჩვენ ვკითხულობთ, ძლიერ მოქმედებს ჩვენს განწყობაზე. მკვლევარებმა დაადგინეს,რომ სოციალურ ქსელებში მიღებული ონლაინ შეტყობინებები გარკვეულწილად განსაზღვრავენ იმ ემოციურ ფონს , რომელშიც ცხოვრობენ მისი აქტიური მომხმარებლები.

დამაჯერებელი ფაქტების ისტორია

გამოცდილმა თაღლითებმა იციან: თუ გინდა ვინმე შენს სიმართლეში დაარწმუნო _ მოუყევი სენტიმენტალური ისტორია. ისინი უკეთ ამახსოვრდებათ და მათი ზეგავლენაც ძლიერია მომხმარებლებზე. მკვლევრებმა ასევე იციან, რომ სამაეცნიერო ფანტასტიკა ჩვენზე უფრო ძლიერ ზემოქმედებს, ვიდრე სამეცნიერო სტატიები ჟურნალ გაზეთებიდან.
სწორედ ამ მიზეზით ჩვენ უარს ვამბობთ შევწყვიტოთ თამბაქოს მოხმარება, მიუხედავად ექიმების მრავლჯერადი გაფრთხილებისა, იმიტომ რომ ჩვენი ბაბუა მთელი ცხოვრეობა ეწეოდაб მაგრამ 90 წლამდე იცოცხლა.

ადამიანის ქვეცნობიერზე მორგებული შეტყობინებები კარგად მუშაობს

საკმარისია ჩვენი ქვეცნობიერი რაიმე საინტერესო ინფორმაციამ დაიპყროს, რომ ჩვენ უკვე გვიჭირს შეტყობინებების გაფილტვრა.

ყველაზე ჭკვიანებსაც კი სჯერათ ავტორიტეტული წყაროების

რაც უფრო ჭკვიანად მიიჩნევს ადამიანი საკუთარ თავს, მით უფრო ადვილად ენდობა ის ავტორიტეტულ წყაროებს. ამ მიზეზით ძალიან ადვილია ადამიანების მოტყუება, თუ კი მათ ამ ფაქტების ჭეშმარიტებაზე ეკრანებიდან ,,პროფესორი“ ,,დოქტორი“ ,, სასულიერო პირი“ ან ექსპერტი მოუყვება.
სოციალური ფსიქოლოგი სტივენ გრინსპერი დარწმუნებულია, რომ ადამიანის ინტელექტი ძლიერ სოციალურ წნევას ექვემდებარება. თუ პიროვნებას ადამიანების დიდი რიცხვი მიიჩნევს ავტორიტეტად, ჩვენც თვითნებურად ამ აზრს ვეთანხმებით.
არსებობს ადამიანების კეთილგანწყობის მოპოვების კარგი ხერხი_ დაარწმუნო ისინი, რომ ახალი ინფორმაციის გამოყენება ან ამ იდეის მხარდაჭერა მათ კეთილდღეობას მოუტანს.

შრიფტებს თქვენი ნდობის მოპოვება შეუძლიათ

2012 წელს NewYork Times-ის ჟურნალისტმა ეროლ მორისმა დაამტკიცა, რომ შესაძლებელია აადამიანების დიდი ნაწილის დარწმუნება ბეჭდური ინფორმაციის ჭეშმარიტებაში, თუ ტექსტი დაბეჭდილი იქნება სწორი შრიფტით. ეს შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ შეტყობინების ხელწერა და შრიფტი ნამდვილად განსაზღვრავს მისი დამაჯერებლობის ხარისხს.

ჩვენ გვაქვს მიდრეკილება, გავიმეოროთ ჩვენი მეგობრების ან მეზობლების მიერ ჩადენილი დანაშაული

აქ ყველაფერი მარტივადაა: არსებობს დამაჯერებელი სამხილები იმისა, რომ დანაშაულის რაოდენობა განსაკუთრებით იმ რაიონებში იზრდება სადაც მათი მაჩვენებელი საშუალოზე მაღალია. მოზარდისთვის ადვიალია ჩაამსხვრიოს მორიგი ფანჯარა თუ მან ჩამსხვრეული ფანჯარა უკვე ნახა მეზობლად. იმ რაიონებში სადაც გრაფიტებით კედლები მოიხატა, ახალი ნახატები გამოჩნდება ზუსტად ორ კვირაში თუ ისინი არავინ არ წაშალა.

თეფშის სიდიდე მიღებული საკვების რაოდენობას განსაზღვრავს

წინ რაც უფრო მეტი თებში გვედება, მით მეტ საკვებს მივირებთ საბოლოო ჯამში. ადამიანები რომლებიც სუფრაზე დიდი ზომის ჭურჭელს იყენებენ სადილობისას 13%-ით მეტ საკვებს ღებულობენ ვიდრე ისინი ვინც სასუალო ზომის ჭურჭელს იყენებენ. თუ საკვების და თეფშის ფერი იდენტურია მაშინ თქვენ საშუალოზე მეტ საკვებს მიიღებთ.
ფერებს თქვენზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.

გამოცდილმა ბიზნესმენებმა და მარკეტოლოგებმა იციან, რომ მომხმარებლების რაოდენობის გასაზრდელად კედლების გადარებვა და ინტერიერის შეცვლა სწორი სტრატეგიაა. თბილი ფერები, როგორიც მაგალითად ყავისფერი და წითელია, ჩვენში დაცულობის ასოციაციას იწვევს. თუ ჰიპერმარკეტის კედები ამ ფერში იქნება გადაწყეტილი, მაშინ თქვენ სავარუადოდ იმაზე მეტ საქონელს შეიძენთ ვიდრე დაგეგმილი გქონდათ. ან იმაზე დიდ ხანს დარჩებით აქ ვიდრე დაგეგმილი გქონდათ.
ცივი ფერებით ინტერიერის გაფორმება, კონდიცირების სისტემაზე ხარჯების დაზოგვას უწყობს ხელს.

2000 წელს გლაზგოში ჩაატარეს ექსპერიმენტი: გარე განათების ფანრების შუქის ფერი ჩვეულებრივის ნაცვლად ლურჯით შეცვალეს. ექსპერტები თვლიან, რომ ლურჯ ფერს დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. ექსპერიმეტის შედეგად რაიონში დანაშაულის რიცხვი საგრძნობლად შემცირდა. ამავე ექსპერიმენის შედეგად იაპონიაში დანაშაულის რიცხვი 9 %-ით შემცირდა.

ლურჯი განათება მეტროში და სარკინიგზო ხაზებზე სუიციდის ფაქტებს ამცირებს.