Skip to content

სიყვარულის დასასრული და მწუხარება

სიყვარულის დასასრული აშკარა საბუთია იმისა,რომ ადამიანი შეზღუდულია და გულსაც თავისი საზღვრები აქვს.
სიყვარული სისუსტეა და უფრო მეტი სისუსტეა სიყვარულისაგან განკურნება. სიყვარულიც და მწუხარებაც ერთი და იგივე მიზეზით ქრება: გულში შრება წყარო ცრემლისა და სიყვარულისა.
ზოგიერთი დანაკარგის გამო გულში სამუდამოდ ისადგურებს მწუხარება. გულში ტკივილი თუ გაგვიყუჩდა, სულაც არ ნიშნავს, თითქოს დიდი ნებისყოფა და ძლიერი გონება გვქონდეს. ცრემლსაც ვაფრქვევთ, ჩვენი დარდი, ჩვენი ვარამიც წრფელია, მაგრამ ისეთი სუსტები ვართ, ისეთი თავქარიანები,რომ თანდათანობით ვპოულობთ ნუგეშს.

ჟან დე ლა ბრუიერი “ხასიათები”