ერთხელ ერთმა თაგვმა კრება მოიწვია. “როგორ გავიგოთ,რომ კატა ჩვენზე თავდასხმას აპირებს? – წამოჭრა კითხვა და დისკუსიაც გაიმართა.
ბევრი გეგმა განიხილეს და მაგრამ ყველაზე მეტად ერთი თაგვის იდეა მოეწონათ,რომელმაც გამოთქვა აზრი ,რომ კატისთვის კუდზე ზარი მოებათ. მშვენიერი იდეა იყო. როცა კატა მიუახლოვდებოდათ, ხმაურს გაიგებდნენ და გაიქცეოდნენ.
თუმცა, ვინ მოაბამდა კატას კუდზე ზარს? იყო შემდეგი საკითხი,რაც თაგვებმა განიხილეს. აღმოჩნდა,რომ არავის სურდა ამ ამოცანის შესრულება.
მორალი: კარგად გათვალეთ რამდენად შესაძლებელია იდეის განხორციება და როცა რაიმე წინადადებას წამოაყენებთ მისი შესრულებისათვისაც მზად იყავით.იდეის მოფიქრება არც ისე რთულია, მთავარი მისი განხორციელებაა.