1. ქვეყნად იმდენი აზრი არსებობს, რამდენი გონებაცაა და იმდენივე სახის სიყვარული, რამდენი გულიცაა ამ ქვეყანაზე.
2. ყველა სამყაროს შეცვლაზე ფიქრობს, საკუთარი თავის შეცვლა კი იშვიათად უნდა ვინმეს.
3. მშიშარა მეგობარი მტერზე საშიშია, რადგან მტერს ერიდები, მეგობარს კი ენდობი.
4. არაფერი ისე არ სჭირდება ახალგაზრდა კაცს, როგორ ჭკვიანი ქალის კომპანია.
5. სიბრძნე ის არის, რომ იცოდე შენი დანიშნულება და მისი აღსრულების საშუალება.
6. ჩვენ შეგვიძლია ვიცოდეთ მხოლოდ ის, რომ არაფერი არ ვიცით. ეს ადამიანური სიბრძნის ყველაზე მაღალი მწვერვალია.
7. ადამიანი არის წილადი, რომლის მრიცხველია ის, თუ სხვები რას ამბობენ მასზე, ხოლო მნიშვნელი არის ის, თუ რა წარმოდგენა აქვს მას საკუთარ თავზე.
8. კარგი გრძნობაა, გრცხვენოდეს ადამიანების ,მაგრამ უმჯობესია საკუთარი თავის გრცხვენოდეს.
9. იმისათვის, რომ გიყვარდეს ადამიანები საქციელით და არა სიტყვებით, აუცილებლად უნდა აკეთო ის, რასაც მათთვის სარგებელი მოაქვს.
10. იმისათვის რომ შეძლო ადამიანების სიყვარული და მათგანაც დაიმსახურო, აუცილებლად უნდა მიეჩვიო, რომ რაც შეიძლება ნაკლებს ელოდე მათგან – ეს ძალზედ რთული რამაა. თუ ბევრს ველი მათგან და ამის გამო, ხშირად მიცრუვდება იმედი, საბოლოოდ იძულებული ვარ უფრო საყვედურებით ავივსო მათ მიმართ, ვიდრე მიყვარდეს.
11. თუ გვიყვარს ვინმე, ჩვენ გვიყვარს მთელი მისი პიროვნება, უბრალოდ ისეთი როგორიცაა და არა ისეთი, როგორიც შეიძლებოდა ყოფილიყო.
12. სიყვარული მთელი ცხოვრებაა. ყველაფერი, რაც გამაჩნია მხოლოდ იმიტომ მაქვს, რომ მიყვარს. ყველაფერი მხოლოდ სიყვარულის წყალობით არსებობს, ყველაფერი მხოლოდ მის გარშემო ერთიანდება. სიყვარული თავად ღმერთია და გარდაიცვალო ნიშნავს, რომ როგორც სიყვარულის ნაწილი, შენს საწყისსა და მუდმივ წყაროს დაუბრუნდე.
13. ყველა ბედნიერი ოჯახი ერთმანეთს ჰგავს, ყველა უბედური ოჯახი თავისებურად უბედურია.
14. ადამიანს შეუძლია ცხოველების ჭამის გარეშეც ჯანმრთელად იცხოვროს. მაშასადამე, თუ იგი ხორცს ჭამს, ცხოველურ ცხოვრებასაც ეწევა, მხოლოდ გემოვნების გამო. ეს კი ნამდვილად ამორალური ქმედებაა.
15. ტყუილი სიმართლე ვერ გახდება მხოლოდ იმიტომ, რომ მას უმრავლესობა იზიარებს.
თარგმანი: 4motivi.com