Skip to content

ნაწყვეტი სერგეი ბოდროვის წერილიდან მეუღლეს

,,მე არ ვიცი როგორ კვდებიან ადამინები. ჩვენ ამას ვხედავთ, მაგრამ თვითონ არ ვკდებით. და როცა ვკვდებით-ამას ვიღაც სხვა ხედავს. არსებობს ბევრი რამ, რისი ცოდნაც არაა საჭირო, მათზე ფიქრიც არაა საჭირო, მათზე არავინ არაფერი იცის. შენ იცი.. პირველად მინდა სიცოცხლეში, მქონდეს საკუთარი სახლი. მინდა ვიზრუნო მაზე, მინდა ამისთვის რაიმე გავაკეთო. მე სულ იმაზე ვფიქრობ როგორ ვიცხოვრებთ მე და შენ. მე და შენ ძალიან ახლობლები ვართ, ჩვენ ერთმანეთის მსგავსნი ვართ. ერთის მხრივ ეს რთულია, მაგრამ ყველაზე მთავარს ჩვენ ერთნაირად ვგრძნობთ და ყველაზე მნიშვნელოვანში გვესმის ერთმანეთის. მე მართლაც არ ვიცი, როგორ შორდებიან ადამინები, მათ ხომ მხოლოდ ერთი სიცოცხლე აქვთ. სიკვდილი ცალსახაა, სიყვარული არა. და მისი გარდაუვალობა თვით  სიცოცხლის მოდელშია ჩადებული. კერძოდ სიკვდილის გარდაუვალობაც.

მე დღეს ვფიქრობდი ,რომ შენ რაღაც დაგემართა: ავარია ან რაიმე სხვა. და მე ვიცი, რომ ამაზე ფიქრი არ შეიძლება. მაგრამ ეს ისეთივე საშინელება იყო, როგორ ფიქრი იმაზე, რომ შენ შეგიძლია არ გიყვარდე. სიმართლე გითხრა უარესიც კი. და მე უფალს ვევედრებოდი,  იმასაც კი დავთანხმდი რისიც გუშინ ასე მეშინოდა. ვიფიქრე, რომ უმჯობესია არ გიყვარდე. მე ზოგჯერ ასეთი შეშლილი ფიქრები მაქვს: რომ მე და შენ ერთი ადამინის ორი განსხვავებული ხასიათები ვართ. როგორც ორი ტყუპი ძმა, რომლებიც სამშობიაროში დააშორეს  და წლების შემდეგ კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს. რაღაც რთულია ,მაგრამ სისხლი მშობლიური. შენ ჩემთვის_ აბსოლიტური ბედი ხარ. და მე შენი ძალიან მჯერა. შენც გჯეროდეს ჩემი.

და მაინც სიყვარული ყველაზე მნიშვნელოვანია. დამოუკიდებლად იმისა სიცოცხლეა უფრო მნიშვნელოვანი თუ სიკვდილი. რატომ? პირველ რიგში იმიტომ, რომ ის ერთადერთია, რასაც მისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია მარადისობის აზრში. . თუ ადამინს სიკვდილი მოუწია, ის ვისაც ის უყვარდა მის სიყვარულს არ წყვეტს. ეს ნათელია. მეორეც,  შეუძლებელია სხვანაირად იყოს. მე არ ვიცი, როგორ მთავრდება სიყვარული. თუ სიყვარული მთავრდება. მაშინ ეს ის არაა”