Skip to content

ეფექტიანი საჯარო პოლიტიკის შვიდი პრინციპი (გაგრძელება)

ავტორი: ლოურენს რიდი – ეკონომიკური განათლების ფონდის პრეზიდენტი
რედაქტორი: გივი კუპატაძე – ეკონომიკის მკვლევარი
ინტერნეტ ჟურნალი 4მოტივი, დაპირებისამებრ, აგრძელებს ეკონომიკის მკვლევარ გივი კუპატაძის მიერ მომზადებულ სტატიების კრებულის გამოქვეყნებას, ლოურენს რიდის „ეფექტიანი საჯარო პოლიტიკის შვიდი პრინციპის“ შესახებ. მიმდინარე კვირას გთავაზობთ მე–3, მე–4 და მე–5 პრინციპებს. შემდგომ კვირას საშუალება გექნებათ გაეცნოთ, აღნიშნული სტატიების დასკვნით ნაწილს მე–6 და მე–7 პრინციპს.
გივი კუპატაძე – ეკონომიკის მკვლევარი
გვჯერა, რომ აღნიშნული პრინციპების წაკითხვა და გააზრება არსებითად დაგეხმარებათ საჯარო პოლიტიკის ეფექტიანად გაანალიზებისათვის.

მესამე
ეფექტიანი პოლიტიკა მოითხოვს, რომ გავითვალისწინოთ გრძელვადიანი შედეგები და ყველა ადამიანი და არა მარტივად მოკლევადიანი შედეგები და ცოტა ადამიანი.
შეიძლება მართალია, რაც ინგლისელმა ეკონომისტმა ჯონ მეინარდ კეინსმა ერთხელ განაცხადა: „გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ ყველანი მკვდრები ვართ.“ მაგრამ ეს არ უნდა გახდეს ის ლიცენზია, რომელიც ისეთი პოლიტიკის გატარებას უზრუნველყოფს, რომლითაც დღეს მიიღებს სიამოვნებას ცოტა ადამიანი ბევრი ადამიანისხვალინდელი ტანჯვის ხარჯზე.
შემიძლია დავასახელო ბევრი ასეთი პოლიტიკის მაგალითი. როდესაც ლინდონ ჯონსონმა (ლინდონ ჯონსონი იყო ამერიკის 36-ე პრეზიდენტი– რედაქტორის შენიშვნა) 960 წელს დაიწყო „დიდებული საზოგადოების“ იდეის განხორციელება ფიქრობდნენ, რომ ადამიანებს უნდა ესარგებლათ კეთილდღეობის ჩეკებით. ხანგრძლივი ტანჯვის შედეგად უკვე ვიცით, რომ კეთილდღეობის პოლიტიკის ფედერალურმა მხარდაჭერამ შედეგად მოიტანა უსაქმურობა, ოჯახების დანგრევა, თაობათაშორისი დამოკიდებულობა და უიმედობა, გადასახადების გადამხდელთა ქონების ხარჯვა და მტკივნეული კულტურული პათოლოგიები, რასაც ალბათ თაობები დასჭირდება რომ გამოსწორდეს. მსგავსად დეფიციტური ხარჯვისა და მთავრობის ზრდის პოლიტიკისა – როდესაც დასაწყისში ხდება ცოტას გამდიდრება – რომლებმაც შეჭამეს ეროვნული ეკონომიკის მთავარი სასიცოცხლო ორგანოები და მორალურობის იდეა დეკადების განმავლობაში.
ეს პრინციპი ფაქტიურად მოწოდებაა, რომ იყოთ გულწრფელები საკუთარ ფიქრებში. ის ამბობს, რომ არ უნდა ვიყოთ ზედაპირულები მსჯელობის დროს. თუ ქურდი წავა ბანკებში და მოიპარავს იმდენ ფულს, რის წამოღებასაც შეძლებს, ხოლო შემდეგ მივა ადგილობრივ მაღაზიაში და დახარჯავს მთელ ფულს, არ იქნებით თქვენს გონებაში გულწრფელები, თუ განიხილავთ ამ საკითხს მაღაზიის მეპატრონის პოზიციიდან და დაასკვნით, რომ ამ პიროვნებამ ეკონომიკის სტიმულირება მოახდინა.
უნდა დავიმახსოვროთ, რომ დღევანდელი დღე ის ხვალინდელი დღეა, რომელზეც გუშინ გვითხრა ღარიბმა პოლიტიკის გამტარებელმა, რომ იგნორირება მოგვეხდინა. თუ გვსურს, რომ ვიყოთ პასუხისმგებლობის მქონე ზრდასრულები, მაშინ არ შეგვიძლია მოვიქცეთჩვილი ბავშვებივით, რომლებიც დაუძლევლად არიან ფოკუსირებული საკუთარ თავზე აქ და ახლა.

მეოთხე
თუ წაახალისებთ რაიმეს, მიიღებთ ბევრს. თუ დააბრკოლებთ რაიმეს, დაკარგავთ მას.
თქვენ და მე, როგორც ადამიანური არსებები, სტიმულებისა და დაბრკოლებების ქმნილებები ვართ. ჩვენ ვპასუხობთ სტიმულებზე და დაბრკოლებებზე. ჩვენი მოქმედებები განიცდიან მათ ზეგავლენას და ზოგჯერ ძალიან ძლიერად. პოლიტიკის შემქმნელები, რომლებიც დაივიწყებენ ამ პრინციპს გაააკეთებენ სულელურ რაღაცეებს, მაგალითად, გადასახადები გაზრდა ზოგიერთ აქტივობებზე და ელოდებიან, რომ ადამიანები ისევე იმდენს იშრომებენ, რამდენსაც მანამდე, თითქოს გადასახადის გადამხდელები არიან მწკივად დალაგებული ცხვრები, რომლებიც ელოდებიან გაკრეჭვას.
გახსოვთ, როდესაც ჯორჯ ბუშმა(პირველმა) დაარღვია თავისი 1988 წლის პირობა „არანაირი ახალი გადასახადები“? ჩვენ გვქონდა დიდი გადასახადების ზრდა 1990 წლის ზაფხულში. სხვა რამეებთან ერთად, კონგრესმა მიღებული ცვლილების შედეგადუკიდურესად გაზარდა გადასახადები გემებზე, თვითმფრინავებზე და ოქროულობაზე. კანონმდებლები ფიქრობდნენ, როდესაც მდიდრები იყიდიდნენ ასეთ რამეებს, „ჩვენ უნდა გადავახდებინოთ“ მაღალი გადასახადები. ისინი მოელოდნენ 31 მლნ. დოლარს შემოსავლის სახით პირველ წელს მხოლოდ ამ სამი რაღაციდან მიღებული გადასახადებით. ახლა ვიცით, რომ მაღალი გადასახადებით მივიღეთ მხოლოდ 16 მლნ-ის შემოსავალი. დავხარჯეთ 24 მლნ. დამატებითი უმუშევრობის დახმარების პროგრამებში, რადგან სამუშაო ადგილები დაკარგეს ადამიანებმა იმ ინდუსტრიებში, რომლებიც მაღალი გადასახადებით იბეგრებოდნენ. მხოლოდ ვაშინგტონში, სადაც კანონმდებლებს ძალიან ხშირად ავიწყდებათ სტიმულის მნიშვნელობა, შეგიძლია დაგეგმო 31 მლნ. შემოსავლის მიღება, მიიღო მხოლოდ 16 მლნ. და დახარჯო 24 მლნ. მის მისაღებად და იფიქრო, რომ როგორღაც კარგი საქმე გააკეთე.
გსურთ მეტი დანგრეული ოჯახები? შეთავაზეთ მაღალი შემწეობები ოჯახებს თუ მამა გაეყრება. გსურთ დანაზოგებისა და ინვესტიციების შემცირება? გააორმაგეთ დაბეგვრა და დააწესეთ მაღალი გადასახადი კაპიტალიდან მიღებულ შემოსავალზე. გსურთ ნაკლები სამუშაო? დააწესეთ მაღალი ჯარიმა, რომ ადამიანებს არ უღირდეთ დამატებითი მუშაობა.
ახლა სახლმწიფო და ფედერალურ საკანონმდებლო ორგანოში დიდი ყურადღება ეთმობა კითხვას თუ როგორ მოექცნენ დეფიციტს რეცესიისა და შემცირებული შემოსავლების ფონზე. მაკინაკის ცენტრში (MackinacCenter – არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც საჯარო პოლიტიკის საკითხებზე მუშაობს – რედაქტორის შენიშვნა) გვჯერა, რომ მთავრობამ ასეთ ვითარებაში ისეთივე გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს, როგორც მე, თქვენ და ოჯახები იღებენ მთელი ქვეყნის მასშტაბით იგივე სიტუაციაში: ხარჯების შემცირება. ეს განსაკუთრებით მართებულია, როდესაც გვსურს სუსტი ეკონომიკის სტიმულირება, რომელიც მოიტანს მეტ სამუშაო ადგილებსა და შემოსავალს. როდესაც პაციენტი ავადაა, ექიმი მას სისხლისგან არ ცლის.

მეხუთე
არავინ დახარჯავს სხვის ფულს ისეთივე ყურადღებით, როგორც საკუთარს.
როდესმე გიფიქრიათ ისტორიზე, რომელიც დაკავშირებულია 600$-ის ჩაქუჩებისა და 800$ ტუალეტების შეძენასთან, რომელსაც ზოგჯერ მთავრობა ახორციელებს? შეგძლიათ იაროთ წინ და უკან, მაგრამ ერთ ადამიანსაც ვერ იპოვნით ამ მიწაზე, რომელიც დიდი სიხარულით დახარჯავდა ფულს ასეთი გზით. დიახ, ფულისასეთი ცუდი ხარჯვა ხშირად ხდება მთავრობების მიერ და იშვიათად კერძო ადამიანების მიერ. რატომ? იმიტომ, რომ მთავრობა გამუდმებით ხარჯავს სხვის ფულს.
ამ საკითხთან დაკავშრებით, რამოდენიმე ხნის წინ, მილტონ ფრიდმანმა შეიმუშავა მატრიცა, სადაც ამბობს, რომ ფულის დახარჯვის მხოლოდ ოთხი გზა არსებობს. როდესაც ხარჯავ საკუთარ ფულს საკუთარი თავისათვის, უშვებ შემთხვევით შეცდომებს, მაგრამ ისინი არიან ცოტანი და იშვიათი. კავშირი მათ შორის, ვინც ფული გამოიმუშავა, ვინც ფული დახარჯა და ვინც ამ ხარჯისაგან საბოლოო სარგებელი მიიღო არის ძალიან ძლიერი, პირდაპირი და უშუალო.
როდესაც ხარჯავ საკუთარ ფულს, რომ იყოდო საჩუქარი ვინმესათვის, გაქვს რაღაც სტიმული, რომ იყიდო შენი ფულის შესაფერისი ღირებულების რამე, მაგრამ შეიძლება ვერ იყიდო ისეთი რამ, რაც ნამდვილად სჭირდებოდა საჩუქრის მიმღებს ან რასაც რეალური ფასეულობა აქვს მისთვის.
როდესაც ხარჯავ სხვის ფულს, რომ იყიდო რამე საკუთარი თავისათვის, მაგალითად, სადილი სამსახურის ხარჯზე, გაქვს რაღაც სტიმულები, რომ შეიძინო კარგი რამ, მაგრამ არ ფიქრობ ეკონომიურობაზე.
საბოლოოდ, როდესაც ხარჯავ სხვის ფულს, რომ მესამე პირს უყიდო რაღაც, მაშინ კავშრი ფულის გამომმუშავებელს, ფულის მხარჯავსა და ამ ხარჯის შედეგად მოსარგებლეს შორის არის ძალიან დაშორებული.შესაბამისად, ზიანისა და ცუდი ხარჯის პოტენციალი არის ძალიან დიდი. იფიქრეთ ამაზე – ერთი ხარჯავს მეორის ფულს მესამისათვის. ეს არის ის, რასაც მთავრობა აკეთებს გამუდმებით.

ეს პრინციპი არ ეხება მხოლოდ მთავრობას. გავიხსენებ დროს, როდესაც 1990-იან წლებში მაკინაკის ცენტრმა გაანალიზა მიჩიგანის საგანმანათლებლო ასოციაციის (მსა)თვითმომსახურების განცხადება, რომ ისინი შეეწინააღმდეგებოდნენ ნებისმიერ კონკურენტულ სკოლის დახმარების მომსახურების კონტრაქტს (მსგავსად ტრანსპორტირების, კვებისა და დაცვის მომსახურებისა), ნებისმიერი სასკოლო რაიონისაგან, ნებისმიერ დროსა და ადგილზე. აღმოვაჩინეთ, რომ მსა-ს საკუთარ ბრწყნივალე, ფართოდ გადაჭიმულ აღმოსავლეთ ლანსინგის სათაო ოფისში არ ჰყავდა სრულ განაკვეთზე მომუშავე ორგანიზებული საკვების მომსახურე სამუშაო ძალა. მას მთლიანად კონტრაქტებზე ჰყავდა კვების, ადმინისტრაციის, დაცვისა და ფოსტის მომსახურება კერძო კომპანიებთან და სამი კომპანია ოთხიდან არ წარმოადგენდა საკავშირო კომპანიას.
ასე რომ, მსა – სახელმწიფოს უდიდესი კვების, გადაადგილების, დაცვისა და სწავლების კავშირი, აკეთებდა ერთს თავისი ფულით და ითხოვდა რაღაც ძალიან განსხვავებულის გაკეთებას ხალხის გადასახადებიდან შეგროვებული ფულით. არავინ – ვიმეორებ, არავინ – ხარჯავს სხვის ფულს ისეთივე ყურადღებით, როგორც საკუთარს.
წაიკითხეთ: 1,2 პრინციპი
წაიკითხეთ: 6,7 პრინციპი