Skip to content
მოდელი სიყვარულის სახეობების შესახებ, 1973 წელს შეიმუშავა ჯონ ლიმ. მან გამოყო სიყვარულის 6 ძირითადი სტილი (ასევე, ცნობილია როგორც სიყვარულის 6 ფერი), რომელთაც ადამიანები ურთიერთობებში ამჟღავნებენ.
სახეობა პირველი: ეროსი
ეროსის კონცეფცია პირველად ძველმა ბერძენმა ფილოსოფსმა პლატონმა შეიმუშავა. ამგვარი სიყვარულის პროცესი ახსნილია პლატონის დიალოგში „სიმპოზიუმი“. პლატონი ამტკიცებს, რომ ეროსი მოულოდნელად ღვივდება ადამიანის გულში და საბოლოოდ მშვენიერების დაფასებისა და გაიდეალების შეგრძნებად ყალიბდება. პლატონი აღნიშნავს,რომ ეროსი ეხმარება სულს შეინარჩუნოს მშვენიერების აღქმის უნარი.
ლიტერატურული ენით ეროსი მშვენიერების სიყვარულია.იგი სიყვარულის ძალიან მგძნობიარე სტილია. მისი მიმდევრები სიყვარულის ობიექტს ინტუიციის წყალობით ირჩევენ. ეს ძალიან ჰგავს ერთი ნახვით შეყვარების სიტუაციას. ამ მოდელის ადამიანებისათვის ქორწინება სიამოვნებისა და ბედნიერების გახანგძლივების ძირითადი პირობაა, სექსი კი მისი აუცილებელი კომპონენტი. ხშირად ასეთი ადამიანები თავიანთ შეყვარებულებს მოფერებით სახელებსაც ეძახიან, მაგალითად: „ტკბილო, საყვარელო, სექსუალურო“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ასეთი ადამიანი „წყალწაღებული რომანტიკოსია“. მათგან განსხვავებული საზოგადოება მათ რეალობას მოწყვეტილ, ილუზიებსა და ფანტაზიებში ჩაფლულ ადამიანებად მიიჩნევს.
ეროსის სტილის სიყვარულის უპირატესობა მის სენტიმენტალობაში მდგომარეობს, ასეთი ადამიანისათვის სიყვარული სიამოვნება და ბედნიერებაა.უარყოფითი მხარე კი გრძნობების განელების გარდაუვალობასა და ფანტაზიებით ცხოვრებაში გამოიხატება.
ეროსის მაგალითები გვხვდება ფილმებში: ლამაზმანი,მოსამსახურე გოგონა,ტიტანიკი, ცისფერი ლაგუნა,გოგონა მარგალიტის საყურით.
სახეობა 2: ლუდუსი
სიტყვა ლუდუსი (Ludus) უძველესი რომაული კულტურიდან მომდინარეობს. ლათინურად მას რამოდენიმე განმარტება აქვს,მათ შორის: თამაში,სპორტი და ტრეინინგი.
ლუდუსის ტიპის შეყვარებულები მოთამაშეები არიან. მათ ურთიერთობების რაოდენობა უფრო აინტერესებთ,ვიდრე ხარისხი, ცდილობენ, ისინი რაც შეიძლება მეტი სიამოვნება მიიღონ ურთიერთობებისაგან. „ლუდუსები“ პარტნიორებს „სათამაშო მოედნიდან“ ირჩევენ, ადვილად შეუძლიათ დაივიწყონ განშორების ტკივილი და სიყვარულში წარუმატებლობა.
ლუდუსის ტიპის ადამიანები ქორწინებას,როგორც ხაფანგს ისე ხედავენ, ისინი სექს როგორც სპორტს ისე აღიქვამენ და ურთიერთობებს იწყებენ,რადგან მათში კიდევ ერთ გამოწვევას ხედავენ.
ამგვარი სიყვარულის უარყოფითი მხარე ღალატის დიდი ალბათობაა. თავის ექსტრემალურ ფორმაში ლუდუსის ტიპის სიყვარული სექსუალურ დამოკიდებულებად იქცევა.
მაგალითები გვხდება ფილმებში: „სახიფათო კავშირები“ და „სასტიკი თამაშები“.
სახეობა 3: სტორჯი
სტორჯის კონცეფცია ბერძნული სიტყვიდან მომდინარეობს,რომელიც ოჯახურ სიყვარულს გულისხმობს. მაგალითად, მამაშვილური სიყვარული. სოციალურ ფსიქოლოგიაში კი სტორჯი მეგობრებს შორის არსებული სიყვარულის ფორმაა. სტორჯის მეორე ინტერპრეტაცია უკავშირდება სექსუალურ კავშირს იმ ადამიანებს შორის,რომლებმაც ურთიერთობა მეგობრობით დაიწყეს.
ასეთი შეყვარებულები პირველ რიგში მეგობრები არიან. მათი ურთიერთობა დროთა განმავლობაში სცილდება მეგობრობას და სიყვარულში იზრდება. ხშირია შემთხვევები,როდესაც ასეთი ადამიანები დაშორების შემდეგაც მეგობრულ ურთიერთობას აგრძელებენ. „სტორჯელები“ პარტნიორებს თვისებათა მსგავსების პრინციპით ირჩევენ. ხშირად შეუძლებელიც კია განსაზღვრო წამი, როდესაც ასეთი ურთიერთობა სიყვარულში გადაიზარდა. ასეთი შეყვარებულები პარტნიორისაგან სიყვარულთან ერთად საუკეთესო მეგობრობასაც ითხოვენ.
სტორჯული მოდელის ადამიანები ვალდებულებებს უდიდეს პრიორიტეტს ანიჭებენ და ის ფაქტი,თუ რომელიმე პარტნიორი მათგან თავის არიდებას ცდილობს ურთიერთობაში ნდობას კლავს. მათ ოჯახი და შვილები თავიანთი ვალდებულების ნაწილად მიაჩნიათ, სექსი კი, სხვა მოდელებისაგან განსხვავებით, ნაკლებად პრიორიტეტულია.
სტორჯის დადებითი მხარე პარტნიორებს შორის ახლო, ინტიმურ ურთიერთობებში ვლინდება, იგი პარტნიორებს შორის არსებული ურთიერთგაგებითა და პატივისცემით საზრდოობს. უარყოფითი მხარე ურთიერთობაში ვნების ნაკლებობაა.
ფილმები: როდესაც ჰარი შეხვდა სალის, სიყვარული და კალათბურთი,ზაკი და მირი იღებენ პორნოს.
სახეობა 4 : პრაგმა
პრაგმატიზმი ფილოსოფიის სუბიექტურ-იდეალისტური მიმართულებაა,რომელიც ჭეშმარიტებად აღიარებს იმას, რაც პრაქტიკულად სასარგებლოა.
პრაგმატული შეყვარებულები რაციონალურები და რეალისტები არიან. მათ ზუსტად აქვთ განსაზღვრული, რას შეიძლება ელოდნენ თავიანთი პარტნიორებისაგან. ისინი პარტნიორებში ღირებულებების დანახვას ცდილობენ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სურთ მათთან ერთად ერთი მიზნის მიღწევისათვის იშრომონ.
პრაგმატულ შეყვარებულებში ღალატი იშვიათია, მოსალოდნელი უარყოფითი ფაქტორების თავიდან აცილების მიზეზის გამო. „პრაგმატებს“ კარგად აქვთ გაცნობიერებული რისი გაკეთება მოუწევთ ურთიერთობისათვის და რას მიიღებენ მისგან. ისინი სექსს ჯილდოდ ან ნაყოფის მიღების აუცილებელ საშუალებად მიიჩნევენ, ქორწინებასა და ოჯახს კი პოტენციურ ვალდებულებებად და აქტივებად განილავენ.
პრაგმატული სიყვარულის დადებითი მხარე მისი პრაქტიკულობა და რეალისტური მხარეა. უარყოფით მხარედ შეიძლება განიხილებოდეს გრძნობების გამოუხატველობა, არადემონსტრაციულობა და ემოციების ნაკლებობა. არ შეიძლება პრაგმატული სიყვარული უარყოფითად განიხილებოდეს,რადგან არსებობს კულტურები სადაც მსგავსი ურთიერთობა სრულიან მიღებულ და ჩვეულებრივ მოვლენად ითვლება.
მაგალითები გვხდება ფილმებში: „ჩვეულებრივი ადამიანები“ და „სიამაყე და ცრურწმენა“.
სახეობა 5: მანია
მანია ბერძნული სიტყვაა ნიშნავს სიგიჟეს,აკვიატებულ აზრს ან რაიმეზე დამოკიდებულებას.
ამ ტიპის შეყვარებულებს ხშირად დაბალი თვითშეფასება გააჩნიათ და ურთიერთობებს დიდ პრიორიტეტს ანიჭებენ. ისინი პარტიორებს განიხილავენ როგორც საჭიროებებსა და საკუთრებას.“მე ის მჭირდება“– ხშირად მოისმენთ მათგან. მანიის მოდელის შეყვარებულები პარტნიორებს „ამოჩემების“ პრინციპით ირჩევენ, ეშინიათ ღალატის, არიან ეჭვიანები და მესაკუთრეები. ისინი ოჯახს როგორც საკუთრებას ისე უყურებენ და შვილებს, ხშირად თავიანთი პარტნიორისადმი სიყვარულში კონკურენტად მიიჩნევენ. სექსი მათთვის სიყვარულში დარწმუნების საშუალებაა. მანიური შეყვარებულები ხშირად სახიფათონიც კი არიან.
მანიის დადებითი მხარე სიყვარულის ინტენსიურობა და ძლიერი გრძნობის არსებობაა, უარყოფით მხარეებში შედიან: ეჭვიანობა,მესაკუთრეობა და ფანატიზმი.
მაგალითები შეიძლება იხილოთ ფილმებში: ტანჯვა,ფანატი, საბედისწერო ლტოლვა, ითამაშე მისტი ჩემთვის, ტაქსის მძღოლი.
სახეობა 6: აგაპე
აგაპე ძველი ბერძნული სიტყვაა და რელიგიურ, თავგანწირულ სიყვარულს აღნიშნავს.
ამ მოდელში პარტნიორები თავგამოდებული შეყვარებულები არიან. აგაპური სტილის შეყვარებულები რელიგიური ადამიანები არიან, მზე და მთვარე ამოსდით პარტნიორებზე და მზრუნველობას არ აკლებენ მათ. ამ მოდელის ადამიანები პარტნიორების ერთგულები არიან,იმ მიზეზით, რომ ღალატით გული არ ატკინონ. ხშირია შემთხვევები,როდესაც განშორების შემდეგ მოთმინებით ელოდებიან, თუ როდის დაუბრუნდებათ პარტნიორი. ქორწინება და ბავშვები მათთვის უზენაესი ღირებულებებია, სექსი კი საჩუქარია ორთავე პარტნიორისათვის. აგაპური სიყვარული არაკონდიციურ ხასიათს ატარებს, ხშირად ასეთი შეყვარებულები პარტნიორების კეთილდღეობისათვის საკუთარ სურვილებსაც კი სწირავენ.
აგაპური სიყვარულის დადებითი მხარე იმ მზუნველობასა და ყურადღებიანობაში იმალება,რომელთაც პარტნიორები ერთმანეთის მიმართ ამჟღავნებენ.
მაგალითები გვხვდება ფილმებში: ოდისეა,მისია,სადღაც დროში,ტიტანიკი, მამაცი გული, ფორესტ გამპი, რომეო და ჯულიეტა.

4motivi.com