Skip to content

გამონათქვამები: მარკ ტვენი

1.თუ მუდამ სიმართლეს ამბობთ,არაფრის დამახსოვრება არ დაგჭირდებათ.
2. ის ადამიანი,რომელიც არ კითხულობს, არანაირი უპირატესობით არ სარგებლობს იმასთან შედარებით, ვისაც კითხვა არ შეუძლია.
3.მოშორდით ადამიანებს,რომლებიც ცდილობენ დაამცირონ თქვენი ამბიციები. პატარა სულის ადამიანები ყოველთვის აკეთებენ ამას, მხოლოდ დიდსულოვანი გაგრძნობინებთ,რომ თქვენც შეგიძლიათ გახდეთ მათსავით დიადი.
4.სიკვდილის შიში ცხოვრების შიშიდან მომდინარეობს. ადამიანი,რომელსაც სიცოცხლის არ ეშინია, ნებისმიერ დროს არის სიკვდილისათვის მზად.
5. „კლასიკა“ წიგნია,რომელსაც ადამიანები აღმერთებენ, მაგრამ არ კითხულობენ.
6. მეგობრისათვის სიცოცხლის გაწირვაში კი არაა პრობლემა, პრობლემა ისეთი მეგობრის პოვნაა,რომლისთვისაც ღირს სიკვდილი.
7. არასოდეს მისცეთ ვინმეს უფლება,რომ თქვენი პრიორიტეტი გახდეს, მითუმეტეს როცა მისთვის მხოლოდ ერთ–ერთი ვარიანტი ხართ.
8. თუ გაზეთებს არ კითხულობთ, არაინფორმირებული ხართ, თუ კითხულობთ დეზინფორმირებული.
9. თუ მშიერ ძაღლს დააპურებთ ის აღარ გიკბენთ. აი, ესაა პრინციპული განსხვავება ადამიანსა და ძაღლს შორის.
10. შემთხვევითობა – აი, ყველაზე დიდი აღმომჩენის სახელი.
11. ოცი წლის შემდეგ, მეტად იმედგაცრუებული იქნებით იმით,რაც არ გააკეთეთ, ვიდრე იმის გამო,რაც გიკეთებიათ.ასე რომ გვერდზე მოისროლეთ საზღვრები,მოშორდით უსაფრთხო ნაპირს, მომართეთ აფრები, გამოიკვლიეთ, იოცნებეთ, აღმოაჩინეთ.
12. ნორმალური ფსიქიკა და ბედნიერება აბსოლიტურად შეუსაბამო კომბინაციაა.
13. პირველი აპრილი დღეა,რომელიც გვახსენებს,რაც ვართ დანარჩენი 364 დღის განმავლობაში.
14. სიკეთე ენაა,რომლისაც ყრუს ესმის და ბრმა ხედავს.
15. ადამიანი მთვარეს ჰგავს, მასაც აქვს ბნელი მხარე,რომელსაც არავის უჩვენებს.
16. ადამი ადამიანი იყო –ეს კი ყველაფერს ხსნის. მან ვაშლი იმიტომ კი არ მოიპარა,რომ მისი ჭამა უნდოდა,არამედ იმიტომ,რომ აკრძალული იყო. ცუდი ისაა,რომ გველი არ იყო აკრძალული,თორემ ადამი მასაც შეჭამდა.
17. სიგარეტისათვის თავის დანებება ყველაზე ადვილი რამეა ამ სამყაროში.კარგად ვიცი,რადგან ათასჯერ მაინც დამინებებია თავი.
18. ცხოვრება ხანმოკლეა – დაარღვიეთ წესები. ადვილად აპატიეთ და ნელა აკოცეთ. გიყვარდეთ ღრმად, იცინეთ ხშირად და არასოდეს არაფერი ინანოთ – ეს ღიმილს მოგგვრით.

გამონათქვამები მოძიებული და თარგმნილია: 4motivi.com