Skip to content

ვისი იმედი გვაძლევს ძალას?

თითქოსდა ყველაფერი კარგად უნდა ყოფილიყო და თვითმფრინავიც მშვიდად და სწრაფად მიაპობდა სივრცეს, როდესაც მოულოდნელად ძლიერი რყევები დაიწყო. “ღვედები კარგად შეიკარით” – მოისმა შემაძრწუნებელი ხმა. “საშიში არაფერია, ძლიერი ქარია და რყევები მხოლოდ რამოდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდება” – დაამატა რამოდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ იგივე ხმამ, თუმცა ამას ალბათ ნაკლებად მიაქცია ვინმემ ყურადღება.

მიუხედავად გაკეთებული განცხადებისა, აშკარა იყო, რომ მგზავრთა უმრავლესობა პანიკაში გახლდათ. ავისმომასწავლებელი ხმები კი არ წყდებოდა და კიდევ უფრო ამძაფრებდა სიტუაციას.
ვისთვისაც არ უნდა შეგეხედათ, ყველას თვალებში მოსალოდნელი უბედურების შიშს აღმოაჩენდით. ზოგი გვერდზე მჯდომს ამშვიდებდა, ზოგი საკუთარ თავს, წყვილებსა და ოჯახის წევრებს ხელი ხელში ეჭირათ  – ყველა გადარჩენისათვის ლოცულობა.
სრულ არეულობაში,მხოლოდ ერთადერთი ადამიანი ინარჩუნებდა სიმშვიდეს. პილოტის ოთახთან ახლოს ერთი პატარა გოგონა იჯდა და ღიმილით ფურცლავდა, ლამაზი ნახატებით გაფორმებულ, საბავშვო წიგნს. მის სამყაროში სრული სიმშვიდე და ჰარმონია სუფევდა.
რყევამ და ხმაურმა დაახლოებით 9 წუთს გასტანა, თუმცა ეს დრო საუკუნედ ეჩვენებოდათ იქ მყოფებს.და როდესაც ყველაფერი დაწყნარდა და გულებიც საგულეში ჩადგა, ერთი კაცი ფეხზე წამოდგა, პატარა გოგონას მიუახლოვდა და ალერსიანი ხმით უთხრა : “ვინატრებდი,რომ შენნაირი მამაცი შვილი მყოლოდა! აღფრთოვანებული ვარ შენი საქციელით და ძალიან მაკვირვებს,როგორ არაფრის გეშინოდა..
“არ მესმის რატომ უნდა შემშინებოდა?” – გულწრფელად გაიკვირვა გოგონამ. “მამაჩემი პილოტია და დღეს მას სახლში მივყავარ…”
მეტად ადვილია იყო ძლიერი, როცა საყვარელი ადამიანების იმედი გაქვს..

4motivi.com