Skip to content

ვიდრე ბრძოლას არ ვწყვეტთ..

ზოგჯერ ყველაფერი ისე არ მიდის,როგორც ჩვენ გვსურს. 1992 წელს, ბარსელონაში გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე, დერეკ რედმონდი 400 მეტრის მანძილზე სირბილში ფავორიტად ითვლებოდა. ყველაფერი კარგად იყო, ვიდრე 150 მეტრის გარბენის შემდეგ, დერეკმა ძლიერი ტკივილი იგრძნო ფეხში და სირბილი ვეღარ გააგრძელა. მიუხედავად იმისა, რომ საშინლად სტკიოდა ფეხი, მას დანებება არ სურდა და გადაწყვიტა მაინც მისულიყო ფინიშის ხაზთან.
“ყველაფერი დასრულდა,რისთვისაც ამდენ ხანს ვშრომობდი.ყველა და ყველაფერი მძულდა. მეზიზღებოდა სამყარო. საშინლად გვრძნობდი თავს, მაგრამ ვუთხარი ჩემს თავს,რომ ფინიშის ხაზთან აუცილებლად უნდა მივსულიყავი. შემდეგ 100 ნაბიჯიც არ მქონდა გავლილი, როდესაც მხარზე ხელის დადება ვიგრძენი. ეს მამაჩემი იყო.” – დერეკ რედმონდი.
მოულოდნელად, ერთი კაცი დაცვას გამოექცა, დერეკთან მიირბინა,მხარში ჩაუდგა და მასთან ერთად დაიწყო სირბილი. ეს დერეკის მამა იყო. მამა–შვილს 65 ათასამდე ცრემლმორეული მაყურებელი ფეხზე წამომდგარი უკრავდა ტაშს.
“რაც არ უნდა მომხდარიყო, მას ფინიშის ხაზი უნდა გადაეკვეთა. მე კი მის დასახმარებლად ვიყავი აქ და გადავწყიტე,რომ ერთად მივსულიყავით ფინიშის ხაზთან. ჩვენ ერთად დავიწყეთ ეს კარიერა და ერთადვე დავასრულებთ დღეს..” – განაცხადა ჟურნალისტებთან ინტერვიუში დერეკის მამამ.

არასოდეს ვმარცხდებით, ვიდრე ბრძოლას არ ვწყვეტთ!

4motivi.com