Skip to content

ველოსიპედის მართვის დიდოსტატი

დენი მაკასკილი ზედმეტსახელად “დენი მეგასკილი” (Mega Skill) შოტლანდიის ერთ–ერთ ქალაქში გაიზარდა. ბავშვობიდანვე გატაცებული იყო “ველოტრიუკებით” და 12 წლის განმავლობაში სწავლობდა ველოსიპედის მართვის ტექნოლოგიებს. დღეს იგი ველოსიპედის მართვის დიდოსტატად ითვლება და მუშაობს კომპანია “Inspired Bicycles”-ში.
დღეს გთავაზობთ, მის მიერ შესრულებული ველოტრიუკებისაგან შემდგარ ვიდეო–რგოლს, რომელიც 2009 წლის 19 აპრილს გამოჩნდა ვიდეო–პორტალ YOUTUBE-ზე, მალევე მიიპყრო საზოგადოების ყურადღება და დიდი მოწონება დაიმსახურა.